კემერონ დიასი თავისი წიგნის - The Longevity Book წინასიტყვაობაში გვიყვება: " ჩემი დაბადების დღისთვის, როდესაც 40 წელი უნდა შემსრულებოდა, ასაკის მატებაზე ფიქრი დავიწყე." კამერონს უნდოდა მეტი გაეგო, თუ რა კვალს ტოვებს დრო და ასაკის მატება სხეულზე, ამიტომაც დაიწყო მოგზაურობა, რათა ამ საკითხის საუკეთესო სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიეღო. შედეგად, ჯანმრთელობის შენარჩუნების გასაღები იპოვა, მსახიობი გვეუბნება, რომ ყოველდღიური რუტინის წვრილმანები ძალიან მნიშვნელოვანია ასაკის მატების დროს". სხეულზე სასურველ გავლენას ახდენს: "დაბალანსებული საკვების მირთმევა, ხშირი მოძრაობა და საჭირო რაოდენობით ძილი". თუ ამ სამ კომპონენტს გავითვალისწინებთ, ასაკს ეფექტურად შევებრძოლებით.