ამ დღეს ამერიკისა და სხვა ქვეყნების მაღაზიებში მასშტაბური ფასდაკლებები/აქციები ეწყობა, შესაბამისად, ,,შავი პარასკევი” ვაჭრობის მხრივ, წლის ყველაზე დატვირთული დღეა. თუ გსურთ, სასურველი ნივთები ყველაზე იაფად შეიძინოთ, OK! ,,შავი პარასკევის” საუკეთესო ინტერნეტ-შემოთავაზებებს წარმოგიდგენთ. იშოპინგეთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და მინიმალური დანახარჯით.
Asos
70%-ამდე ფასდაკლება ბრენდის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.
Amazon
უმსხვილესმა ონლაინ-მაღაზიამ ფასდაკლებები ორშაბათიდან დაიწყო. ,,შავი პარასკევის” შემოთავაზებები Amazon-ზე პარასკევს, 23 საათსა და 59 წუთზე დასრულდება.
50%-მდე ფასდაკლება ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე, მათ შორის, Levi’s ბრენდის ჯინსებზე. ასევე, თუ ტექნიკის შეძენა გსურთ, ონლაინ-მაღაზია საუკეთესო ფასად უდიდეს არჩევანს გთავაზობთ.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში ბრენდის პროდუქციას ფასი 20%-მდე დააკლდება.
Apple Macbook Pro 13 inch Laptop 128 GB, silver 2015 - 1,041 ევრო
Apple MacBook Air 128GB - 869 ევრო
iPhone 6S from Carphone Warehouse - 87 ევრო
Sim Free Apple iPhone 6s 16GB Mobile Phone, Silver - 479 ევრო
Sim Free iPhone 6 16 GB - 469 ევრო
Apple Watch 42mm Stainess Steel Case & White Leather Loop - 529 ევრო
iPad Air 2 wi-fi 128GB, silver - 469 ევრო
Apple iPad mini 2 32GB, silver - 239 ევრო
ამ კვირაში Debenhams-იდან ყოველდღიურად გარკვეულ ნივთებს ნახევარ ფასად შეიძენთ. ფასდაკლება კოსმეტიკის/თავის მოვლის საშუალებებს, ტექნიკასა და ავეჯს ეხება. ასევე, შეგიძლიათ, სათამაშოებზე 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
კიდევ ერთმა უმსხვილესმა ონლაინ-მაღაზიამ ფასდაკლებების აქცია ხუთშაბათს დაიწყო და ყოველდღიურად, 29 ნოემბრამდე, ახალ შემოთავაზებებს წარმოგვიდგენს.
Aliexpress
უდიდესი ჩინური ინტერნეტ-მაღაზიის 70%-მდე ფასდაკლება ამ კვირაში დაიწყო. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებები - ყველაფერი, რაც კი აზრად მოგივათ, Aliexpress-ზეა და თანაც, დაკლებული ფასით.