გიფიქრიათ რა ზიანს აყენებს ზაფხული თქვენს თმას? ტემპერატურის რადიკალურ ცვლილებას, მარილიან და ქლორიან წყალს, დიდი რაოდენობის მზის სხივებს მივყავართ თმის ბოჭკოების გამოშრობისკენ, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ როგორ უნდა იზრუნოთ თქვენს თმაზე ზაფხულის განმავლობაში და მის შემდეგ.
OK! გირჩევთ ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოიყენოთ უსულფატო შამპუნები ორგანული ნაერთებით, რომლებიც თმის სტრუქტურის დაზიანების გარეშე აღადგენენ მას.
ქერა და განსაკუთრებულად დაზიანებული თმისთვის მიზანშეწონილია, კომბინირებული - დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებების გამოყენება. აგრეთვე, თმის ტიპის მიხედვით, წინასწარ შეარჩიეთ ნიღაბი და მინიმუმ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ის.
ზაფხულში დაზიანებული თმის ბოჭკოების აღდგენისთვის საკმაოდ ეფექტურია პროფესიონალური სალონური ზრუნვა, გარკვეული პროცედურების შემდეგ თქვენი თმა მალევე დაიბრუნებს უწინდელ ძალასა და ბზინვარებას.