კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ როდესაც ფიზიკურად თბილად ვართ, გარშემომყოფი ადამიანების მიმართ მეტ სითბოს გამოვხატავთ და ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ თავადაც ვერ ვამჩნევთ. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ხელში ცხელა ყავა უჭირავთ, გარშემომყოფებზე კარგ წარმოდგენას იქმნიან. ფიზიკურ სითბოსთან შეხებაში მყოფი ადამიანები არჩევანსაც მეგობრების სასარგებლოდ აკეთებენ. მაგალითად, მათ ურჩევნიათ საჩუქრებით მეგობრები გაახარონ, ვიდრე თავისთვის იყიდონ რამე. ასე რომ, თუ გინდათ, თქვენმა პაემანმა კარგად ჩაიაროს, აარჩიეთ თბილი კაფე და შეუკვეთეთ ცხელი საკვები.