მერაია ქერისა და კოსმეტიკის ცნობილი ბრენდის - MAC-ის კოსმეტიკის ერთობლივი კოლექცია გამოვიდა. მომღერალმა MAC-თან ერთად საშობაოდ მბრწყინავი კოსმეტიკა შემოგვთავაზა, რომელიც 15 დეკემბრიდან გაიყიდება.
კოსმეტიკის ცნობილი ბრენდთან მერაია ქერის თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო, როდესაც მან საშობაო სეზონისთვის ტუჩსაცხი All I Want, ანუ “ყველაფერი, რაც მინდა” გამოუშვა.
ტუჩსაცხის სახელწოდება ქერის ცნობილი სიმღერის All I Want For Christmas გამო შეირჩა.