ის ყველაზე განსხვავებული და თამამია - მისი მაკიაჟის წყალობით ქალბატონებს სახე მაგიურად უბრწყინავთ. “ვგიჟდები ბრჭყვიალა მოძრაობებზე” - ასე ხსნის მაკგრეტი საკუთარ ინტერესს ელვარე, მბრწყინავი მასალის მიმართ .
წარმოგიდგენთ ვიზაჟის ჯადოქრისა და ვოგის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 11 ულამაზესი მოდელის სახის ნაკვთები გამაოგნებელი ბრწყინვალებით აელვარდა.
1. ლილი ოლდრიჯი - “ძალიან მომწონს გამაღიავებელი (Highlighter) ტუჩის ზედა ნაწილზე. ასეთ მაკიაჟს კი გამაღიავებელის 1000-ჯერ გამოყენების ეფექტი აქვს”.
2. პალომა ელსესერი - “ჩემი ტუჩები ბრჭყვიალა წითელ ფეხსაცმელს მაგონებს”.
3. სელენა ფორესტი; მისი მაკიაჟი ბუნებრივისა და გლამურულის შესანიშნავი სინთეზია.
4. კიკი უილემსი - “ჩემგან ყველა როკ’ენ’როლს ელის, მე კი ძალიან მომწონს, როცა ზოგჯერ უბრალოდ ლამაზი ვარ”.
5. ჯინგ უენი; მარტივი ოქროსფერი ხაზი თვალებზე, რომელიც უენის ნაზ და ჭორფლიან სახის კანს აქცენტს უკეთებს.
6. ვანესა მუდი - “ძალიან მომწონს ბზინვარება. ის ჩემი შინაგანი სამყაროს მეორე მხარეს გამოკვეთს”.
7. ლაინისი მონტერო; მის თვალებს ულამაზესი და ეგზოტიკური ცისფერი ბრწყინვალება კიდევ უფრო ამშვენიერებს.
8. ვიტორია სერეტი - “მიყვარს მბრწყინავი მასალა. სახეზე, ტანსაცმელზე, ყველგან, სადაც ის მოხვდება”.
9. კეტი მური; ასეთი მაკიაჟი გვიანი ღამის შესანიშნავი მეგზური იქნება.
10. ბარბი ფერეირა - “მე მჭირდება მსოფლიოში ყველაზე მეტად მბრწყინავი მასალა სახეზე”.
11. სლიქ ვუდსი - “ხელოვნების შეხვედრა მაკიაჟთან - ყველაზე თავბრუდამხვევი კონცეფციაა”.