ჰარმონი რონემ პირველ მხატვრულ ფილმზე მუშაობა ოფიციალურად 2013 წელს დაიწყო. ფილმში The Beach Bum მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, მეთიუ მაკონაჰი ასრულებს.
რეჟისორმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ფილმისთვის Spring Break ორიგინალური სცენარი შექმნა. პროექტი კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, რონეს რიგით მეორე წამოწყებამ მარტივად მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერა. რეჟისორი ამჯერად სტუდია NEON -თან ითანამშრომლებს.
ამჯერად ფილმის სცენარი კომედიურ და დრამის ჟანს შორის გადანაწილდა. მაკონაჰის გმირი უცნაური, ცვალებადი ხასითის მოგზაურია.ზუსტად არავინ იცის რა და როდის უნდა, მაგრამ მისი ისტორიები გენიალურია.
ჰარმონის თქმით მთავარი გმირი მომხიბვლელი გაიძვერაა, რომელსაც ერთით მეტი ცხოვრება აქვს ვიდრე ჩვენ.
ფილმი კინოგაქირავებაში 2018 წლიდან ჩაეშვება.