ამ გოგონების მშობლებს სამეფო სისხლი აქვთ. ქვეყნები, სადაც სამეფო გვარი ჯერ კიდევ აქტიურად ცხოვრობს საზოგადოებრივი ცხოვრებით ფილმურად ცხოვრობენ. ძველი ტრადიციები, სამეფო კარის მეჯლისები.
ჩვენი დროის პრინცესები ზღაპრულ გარემოში იზრდებიან.
1.ლედი ამელია ვინდზორი, დიდი ბრიტანეთი
პრინცესა ამელია 20 წლისაა. დედოფალ ელიზაბეტ II-ის შვილიშვილი პრინცესა გეოგრა ვინდზორის და გრაფ სენტ-ენდრიუს ქალიშვილია. ამელია დიდი დროს უთმობს განათლებას და სამომავლოდ ჟუნრლისტობას აპირებს. თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ხშირად დაესწროს სხვადასხვა ღონისძიებასა და მეჯლისებს.
ლედი ვინდზორი პირველი ცისფერსისხლიანთა ოჯახის შთამომავალი გოგონაა ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან, რომელმაც Tatler-ის გარეკანი დაამშვენა.
გასულ წელს ამელიამ Chanel- ის მოდის სახლში სტაჟირება გაიარა.
2.პრინცესა იმანი, იორდანია
პრინცესა იმან ბინტ ალ-აბდულლა - იორდანიის მეფის, აბდულა II-ის და დედოფალ რანის უფროსი ქალიშვილია. 20 წლის პრინცესა ამ ეტაპზე შტატებში სწავლობს, ჯორჯთაუნში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
მკაცრი აღზრდის გამო გოგონას ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოჩენა ეკრძალება. თუმცა ხშირად ესწრება საქველმოქმედო ღონისძიებებს.
3.პრინცესა შარლოტა, მონაკო
29 წლის შარლოტა კაზიპაგი ჰოლივუდის ვარსკვლავის, გრეის კეპლის შვილიშვილია. დიდი ალბათობით უნიკალურ გარეგნობას პრინცესა სწორედ მას უნდა უმადლოდეს. შარლოტამ სორბონის ჟუნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ლონდონურ გამომცემლობასთან, Above-თან თანამშრომლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცესას ერთი ვაჟი ჰყავს, ამ ეტაპზე დაქორწინებული არ არის და მესამე კანდიდატია მონაკოს ტახტის დასაკავებლად.
4. პრინცესა მარია-ოლიმპია.
საბერძნეთი, დანია
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში მონარქია, როგორც ასეთი აღარ არსებობს მეფის მემკვიდრეებმა ტიტულის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. დინასტიის შთამომავლებს დიდი პრივილეგიები აქვთ ევროპის მასშტაბით და ამ ეტაპზე ინგლისში ცხოვრობენ.
მარია-ოლიმპიას ყოველდღიურობა ნამდვილად კინოკადრების ილუზიას ქმნის. 20 წლის ლამაზმანი თანამედროვე ხელოვნებით არის გატაცებული და ამ ეტაპზე შტატებში, ნიუ-იორკში სწავლობს. მუშაობს Dior-ის მოდის სახლში და ხშირად ესწრება ძვირადღირებულ წვეულებებს. პრინცესა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, მისი ოფიციალური ინსტაგრამი დაახლოებით 80 ათას გამომწერს ითვლის.
5.ინფანტა ლეონორი, ესპანეთი
პატარა პრინცესას მშობლები ესპანეთის მონარქები არიან. ინფანტა ფილიპ VI-ის ქალიშვილია. 12 წლის პრინცესა მშობლებთან ერთად ხშირად ესწრება ოფიციალურ ვიზიტებს. ამ ეტაპზე ტახტის მემკვიდრედ სწორედ ლეონორი ითვლება.