გარკვეული დროით მთელი სამყარო სახლში ჩაიკეტა... ამ პერიოდში ვეღარ ვათვალიერებთ ბუნებას და მეტი დრო გვრჩება მისი დანაკლისი ვიზუალურად, ამ შემთხვევაში ფილმებით შევივსოთ.
#1 მუსიკის ჰანგები
ამ კლასიკურ ფილმში ბუნების სცენები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგშია გადაღებული. ის თითქოს სიჯანსაღის, მთის სუფთა ჰაერის შეგრძნებას ჩვენც გვანიჭებს.

#2 სიცოცხლის ხე
ტერენს მალიკის 2011 წლის ეს ფილმი ერთგვარი ბუნების ზეიმია და საოცარ ხედებს გვთავაზობს.


#3 ბეჭდების მბრძანებელი
შთამბეჭდავი ხედები ახალი ზელანდიის გარშემო ნამდვილად აღტაცებულს დაგტოვებთ.

#4 ქალის პორტრეტი ცეცხლზე
ეს სურათი თითქოს ყველაზე მშვენიერ ბუნების ნახატებს აცოცხლებს. 2019 წლის ფილმი ბრიტანში გამოგზაურებთ და ძალიან გულისამაჩუყებელ ისტორიას მოგიყვებათ.

#5 სარკე
ანდრეი ტარკოვსკის 1975 წლის ეს სურათი მისტიკური ქალის თვალით გვანახებს გარშემო ბუნების საოცარ დიდებულებას.

#6 უცხოპლანეტელი
სტივენ სპილბერგის ეს ფანტასტიკა სავსეა შთამბეჭდავი ტყის სცენებით კალიფორნიის ეროვნული პარკიდან.

#7 სილს მარიას ღრუბლები
ფილმი ჟულიეტ ბინოშის გმირსა და მის ასისტენტზეა, რომლის როლსაც კრისტენ სტიუარტი განასახიერებს. ამჯერად შვეიცარიის თვალწარმტაც ბუნებაში გადაინაცვლებთ.

#8 ჩამოსვლა
ეს ფანტასტიკური ჟანრის დრამა უცხოპლანეტელთა ისტორიას უკავშირდება, სადაც ბუნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.






