საინტერესოა გამოიკვლიო ევროპა არა ტურისტული ატრაქციონებითა და ყველასთვის ნაცნობი ადგილებით, არამედ დამალული საოცრებებით. ევროპის მთავარ ქვეყნებში ბევრ ისეთ ადგილს შეხვდებით, რომელზეც წარმოდგენა ცოტას თუ აქვს.
#1 ჰვარი, ხორვატია
აქ დაგხვდებათ საოცარი ხმელთაშუაზღვიური ბუნება და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა. ქალაქი შუა საუკუნეებში განვითარდა და ვენეციური იმპერიისთვის მნიშნელოვან პორტს წარმოადგენდა.

#2 ბურანო, იტალია
თუ მოგინდებათ ერთი დღით ვენეციას გაექცეთ ამ ფერად დასახლებას მიაშურეთ. სადაც არ უნდა გაიხედოთ, რაღაც შთამბეჭდავს შეამჩნევთ.

#3 დინანტი, ბელგია
ამ ადგილის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს გაუგია. ვიზიტი ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა. ამ პატარა ქალაქს მუსიკალური სარჩული აქვს, აქედანაა ცნობილი ადოლფ საქსი, საქსოფონის შემქმნელი.

#4 ბოჰინი, სლოვენია
უნიკალური, ლამაზი და შთამბეჭდავი ბოჰინი სლოვენიის მისტიკური ადგილია. მთებში მოქცეული დასახლება სლოვენიის უდიდესი ტბის თავშესაფარია.

#5 ფაიალი, პორტუგალია
"ცისფერი კუნძული" ატლანტის ოკეანეში არსებული ვულკანური მასების საბადოა. მოგხიბლავთ დეკორატიული სახლები, სანაპირო და ლანდშაფტი.

#6 ალბერობელო, იტალია
კონუსისებრი სახურავების მქონე სახლებით აშენებული ქალაქი იუნესკოს საპატიო ძეგლების სიაშია.

#7 მეტეორა, საბერძნეთი
აქ მოხვედრისას გეგონებათ, რომ ღრუბლებში დადიხართ.

#8 სინტრა, პორტუგალია
ეს ქალაქი რომანტიკული აურის მატარებელია და ამ განწყობით დაგტვირთავთ. სინტრა ბევრი პოეტისა და ნოველისტის შთაგონების წყაროა.


#9 რონდა, ესპანეთი
უძველეს ხანაში, ამ ხიდიდან აგდებდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს. ახლა საფეხმავლო ხიდია.

#10 კოტორი, მონტენეგრო
ამ ქვეყანაში მოხვედრისას, აუცილებლად ესტუმრეთ მთებში განთავსებულ ამ პატარა ადგილს, რომელიც ნამდვილი ოაზისია, მდიდარი ბუნებით, გემრიელი საჭმლით, კეთილი ხალხით და სასამოვნო ხედებით.






