Michael Kors Access-მა ახალი ჭკვიანი საათი სახელწოდებით Sofie შექმნა, რომელსაც Android-ის და iOS-ის პროგრამა აქვს ჩატვირთული. ქალის საათის კორპუსში სენსორული ეკრანია ჩადგმული, კომპანია მოდელის შვიდ განსხვავებულ კომბინაციას გვთავაზობს.
საათი Qualcomm Snapdragon Wear 2100-ის სისტემას შეიცავს და დამატებული აქვს Google Assistant-ის სისტემა, რომელიც ხმოვან ბრძანებებზე რეაგირებს, პასუხისმგებელია მყისიერ შეტყობინებებსა და ზარებზე. სარეკლამო კამპანიის სახედ რუმინელი მოდელი ანდრეა დიაკონუა იქცა.