ყველა ქალს სურს გამოიყურებოდეს ლამაზად და მიმზიდველად, ამის იდეალიზებისთვის კი მხოლოდ ელეგანტურად ჩაცმა არ კმარა - აუცილებელია კარგი მაკიაჟი, რომელიც გამოკვეთავს თქვენს საუკეთესო ნაწილებს და დაფარავს არასასურველ დეფექტებს. სილამაზის მოყვარული ქალები უამრავ დროს ხარჯავენ სასურველი მაკიაჟის შერჩევაში, ამასთან ხშირად თქვენი არჩევანი შეიძლება არ აღმოჩნდეს სწორი. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შეუძლებელი არაფერია - თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადმოიწეროთ ქვემოთ ჩამოთვლილი 5 აპლიკაცია და შეიქმნათ თქვენთვის კომფორტული სტილი.
1. OPI Nail Studio
ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ ფრჩხილებზე ნებისმიერი ფერის მორგებას მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ამას გარდა, ბრენდის ექსპერტები ყოველდღიურად ადგენენ სიას, თუ ფრჩხილის რომელი ლაქია უფრო ტრენდული წვეულებებისთვის, გასაუბრებებისთვის, პირველი პაემნისთვის და ა.შ...
2. L'Oreal Paris Make Up Genius
აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ საკუთარ თავზე მოირგოთ L'Oreal Paris-ის ყველა სასურველი კოსმეტიკა. თუ გაინტერესებთ, მოგიხდებათ თუ არა ისეთი მაკიაჟი, როგორიც აქვს რიანას, ანჯელინა ჯოლის, სკარლეტ იოჰანსონს და ჰოლივუდის სხვა ვარკსვლავებს ამ პროგრამის დახმარებით ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებთ.
3. Teach Me Makeup
იყიდეთ ახალი ტუში? ჩართეთ აპლიკაციის სკანერი - ორი წამის შემდეგ მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კონკრეტული ტუში იდეალურად.
4. Wella StyleVision Consultation
ამ აპლიკაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თავის მოვლის თქვენთვის განკუთნილი საშუალებები. ამისთვის კი სულ რამდენიმე კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა: რა ტიპის და ტექსტურის თქმა გაქვთ, თავის კანის შემადგენლობა და სასურველი ვარცხნილობა. გარდა ამისა Wella StyleVision Consultation-ის დახმარებით თქვენ მუდამ გეცოდინებათ, თუ რომელი ვარცხნილობაა ახლა მოდური.
5. MatchCo
როგორ შევარჩიოთ სწორედ სახის კანის დაფერვის საშუალებები? MatchCo-ს დახმარებით თქვენთვის ეს პრობლემა აღარ იქნება: აპლიკაციას სულ რამდენიმე წამი სჭირდება იმისთვის, რომ შეგირჩიოთ იდეალური ტონალური კრემი და უზრუნველყოს მისი მოწოდება.