სმარტფონების პოპულარობასთან ერთად სურათების გადაღებაც უფრო მოხერხებული და სასიამოვნო პროცესად იქცა, ადამიანები ყოველდღიურად უამრავ მომენტს აფიქსირებენ და შემდეგ სოციალური ქსელების საშუალებით მეგობრებს უზიარებენ. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა პროფესიონალი, მთავარია გქონდეთ კარგი სმარტფონი და კიდევ უფრო კარგი აპლიკაციები ფოტოების გასაკეთებლად.
1. VSCO Cam
ამ პროგრამას უამრავი ფოტოგრაფი იყენებს - აპლიკაცია გვთავაზობს რეალისტურ სურათებს და მარტივად გამოყენებად ეფექტებს ფოტოების გასაკეთებლად. VSCO Cam-ის საშუალებით თქვენ უფრო ადვილად მოჭრით სურათს ვიდრე ინსტაგრამზე.
2. Pic Stitch
ეს პროგრამა ძალიან კომფორტულია მაშინ, როდესაც ბევრი სურათის ატვირთვა გსურთ ინსტაგრამზე - კოლაჟის სტილში.
3. Snapseed
VSCO Cam-ის მსგავსად Snapseed დაგეხამრებათ შექმნათ ფოტოების ალტერნატიული ვერსიები მრავალფეროვანი ფილტრებით, რომელთაც ინსტაგრამზე ვერ შეხვდებით.
4. Boomerang
Boomerang არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თქვენს ინსტაგრამის სურათებს დაუმატოთ ვიზუალური ეფექტები, დიდი ხაგრძლივობის ვიდეოს ატვირთვის გარეშე. ამ დამატების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ რამდენიმე კადრი, რომელიც 2-3 წამის განმავლობაში მეორდება.
5. Typic
Typic არის აპლიკაცია მათთვის, ვისაც სურს, რომ გადაღებულ სურათს დაუმატოს წარწერა, ნახატი და სხვა ფოტო.
6. Videoshop
Videoshop ძალიან კომფორტულია მოყვარული რეჟისორებისთვის. ამ აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია - გააფორმე შენი ვიდეო კლიპი, შეაბრუნე ის, დაუმატე ტექსტი, დაურთე მუსიკა და ატვირთე ინსტაგარმზე.
7. Perfect365
თუ გიყვართ Snapchat-ის ფოტოშოპის ფილტრები სცადეთ Perfect 365. ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი სელფი უფრო ლამაზად.
8. Hyperlapse
ეს პროგრამა ძალიან მოსახერხებელია ბუნების სურათების გადაღებისას.