კომპანია იაგუარი 2020 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. კომპანიამ ახალი ელექტრომობილი „E-type Zero“ უკვე გამოუშვა, რომელიც 1960 წელს ენცო ფერარის დიზაინით შექმნილი E კლასის იაგუარის პროტოტიპია და თავის დროზე „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მანქანის“ სახელიც აქვს მოპოვებული. ავტომობილს 5,5 წამში შეუძლია 100 კმ/სთ-ის განვითარება, რაც გამოარჩევს მას ტესლას ელექტრომობილებისგან, თუმცა ტესლას მანქანები სიჩქარის განვითარებაზე არასდროს ყოფილა ორიენტირებული.
ორადგილიან „E-type Zero“-ს მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია, ამ სიჩქარის განვითარებაში კი მას 40 კილოვატიანი ბატარეა ეხმარება, რომლის დატენვასაც მხოლოდ 6-დან 7 საათამდე სჭირდება. იაგუარის ახალი მოდელი არის ექსპერიმენტი, ელექტრომობილის განსხვავებული ვერსია, რომელიც თავის თავში აერთიანებს თანამედროვეობის უდიდეს მიღწევასა და კლასიკური დიზაინის საუკეთესო კონცეპტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. „Jaguar Land Rover Classic“-ის დირექტორი ტიმ ჰანინგი ამბობს: „კომპანიის მიზანია კლასიკური მანქანების მოყვარულთათვის შევქნმნათ მომავლის მანქანები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი კლიენტების რეაქციას, როდესაც ისინი ახალ ავტომობილს მაღაზიებში ნახავენ“.
კლასიკური ავტომობილების მოდელების ელექტრომობილებად გარდაქმნა არის გონებამახვილური გზა ადამიანების მოსახიბლად, ვისაც არ უნდა ჩამორჩეს თანამედროვეობას და ამავდროულად ვერ ელევა წარსულის ელეგანტურობას. იაგუარის „E-type Zero“ მოდელის პრეზენტაცია ლონდონში JLR Tech Fest-ზე შედგება. ფესტივალი 8-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.