მანქანის დიზაინერი ალექსანდრე იმნაძე ბალდინი (Alexander Imnadze Baldini) მანქანის მწარმოებლებს კვლავ აოცებს. ამჯერად მან საზოგადოებას მანქანის კონცეპტი Ferrari Scuderia Baldini წარუდგინა, რომელმაც შესაძლოა მალე მსოფლიოს გზებზე იაროს.
ახალი პროექტი 1966 წლის Ferrari 330 P3 Le Mans-ის თანამედროვე პროტოტიპია. იმნაძის მოდელს ეფექტური კორპუსი, დახვეწილი ტექნიკური მოწყობა და მიმზიდველი ფერი აქვს.
მანამდე, ქართველმა დიზაინერმა ორი ახლებური კონცეპტით მიიქცია ყურადღება: Porsche 906-917 და Alfa Romeo 6C Disco Volante.
ალექსანდრე იმნაძე დიზაინერად ისეთ დიდ კომპანიებში მუშაობდა, როგორებიცაა: Ford Motor Company; Alfa Romeo / Maserati და დიზაინის ერთ-ერთი უძველესი სახლი სახელად Bertone. ცნობილი ბრენდების ავტომობილების შექმნის 11 პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლებისგანაც 4 უკვე რეალიზირებულია. მისი შემოქმედების ნახვა ბევრ ცნობილ გამოცემაშია შესაძლებელი. მაგალითად, ჟურნალებში: TopGear, GQ და AutoBuild.
"ავტოდიზაინერებს ქალის სხეული შთააგონებს"-აცხადებს ალექსანდრე.