ნისანმა ძაღლის მფლობელი მძღოლებისთვის ადაპტირებული მანქანა შექმნა. ინოვაციური პროდუქტის ერთ-ერთ მთავარ დეტალს ადვილად გასაშრობი და გასაწმენდი ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს. რათა X-Trail 4Dogs–ის მფლობელებმა ძაღლები ნებისმიერ ამინდში უპრობლემოდ გაასეირნონ და ქუჩაში ნათამაშები ცხოველის მიერ მანქანის დასვრაზე აღარ ინერვიულონ.
კომპანია დარწმუნებულია, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეთა 90 % იყიდის მათ ახალ მანქანას. პროექტის შემქმნელები თვლიან, რომ შინაური ცხოველი ბევრი ადამიანისთვისაა ოჯახის წევრი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამიტომაც მათი გადაადგილებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნეს. მანქანაში ადამიანის მეგობარ ცხოველებს სუფთა ტყავისგან დამზადებული სამფლობელო აქვთ მოწყობილი.
მძღოლებს მგზავრობისას ძაღლის მშვიდად ყოფნაზე ზრუნვაც შეეძლებათ. ორმხრივი 25 სმ–იანი ეკრანის წყალობით ცხოველი და პატრონი ერთმანეთს იდეალურად დაინახავენ. ახალი პროდუქტის სპეციალური აუდიო სისტემის მეშვეობით კი პატრონს მანქანის მართვისას მის ძაღლთან დალაპარაკებაც შეეძლება დასამშვიდებლად.