ბარსელონაში, Nokia- ს პრესს-კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ლეგენდარული მოდელი მალე ისევ გაყიდვაში ჩაეშვება.
Nokia 3310 მოდელი ახალი სიცოცხლე იქნება საკუთარი წინამორბედისთვის, რომელიც ოფიციალურად 2000 წელიდან გახდა ხელმისაწვდომი.
პროექტის ფარგლებში Nokia -ს და HMD Global-ის კომპანიებმა საკუთარი ძალები ერთად მოსინჯეს.
სპიკერების განცხადებთ Apple-ის ეპოქაში ბევრი ნამდვილი საწყისი გააქრა,რომელიც მომხარებლისთვის მარტივი და მეტად კომფორტული იყო. სწორედ ეს გახდა პროექტის განხორციელების ინსპირაცია.
Nokia 3310-ს მოდელი გამოირჩევა გამძლეობით. მომხმარებელს შეეძლება შეუფერხებლად ისაუბროს 22 საათის განავლობაში. შემქმნელების აზრით ეს არის ინოვაციური შემოთავაზება თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და მინიმალურ დანახარჯზე.
პროდუქტის ფასი 49 ევროს შეადგენს.
Nokia 3310-ის მეხსიერება 16 მეგაბაიტია. მომხარებელს 4 ფერისგან სასურველის არჩევა შეეძლება. შავი, წითელი , ყვითელი და ნაცრისფერი ტელეფონები მსოფლიოში Apple-ის სტანდარტების შემდეგ ბაზარზე ახალი წესების დამკვიდრებას შეეცდებიან .