წარმოიდგინე, მთელი დღე ოფისში ხარ და გინდა, გარეთ გაისეირნო, ირბინო და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო. ან, სულაც, შეიძლება, სამსახურში წასვლამდე, ყოველ დილით დარბიხარ და ჯანსაღ ცხოვრებას ეწევი. თუ ამ ვარიანტებიდან რომელიმე შენს ცხოვრებას ერგება და ჯერ არც საშემოდგომო გარდერობი განგიახლებია, HurryApp სწორედ შენთვის შეიქმნა.
HurryApp სატელეფონო აპლიკაციაა, რომლის გადმოწერის შემდეგაც, გეძლევა შანსი ირბინო არა მხოლოდ სიჯანსაღისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოიგო პრიზები. სირბილის დროს აპლიკაცია საორიენტაციო წერტილებს - checkpoint-ებს გვთავაზობს. მას შემდეგ, რაც პასუხს checkpoint-ის ყველა შეკითხვას გავცემთ, მორიგ წერტილზე გადავდივართ და ასე სულ ბოლო, ფინალურ checkpoint-ამდე!
ის, ვინც უკანასკნელ საორიენტაციო წერტილამდე მიაღწევს, საჩუქრად არაჩვეულებრივ სიურპრიზს მიიღებს.
რა არის HURRYAPP?
HURRYAPP მობილური აპლიკაციაა, თუმცა, ის ყველაზე ნაკლებად მოითხოვს ვირტუალურ ჩართულობას. აპლიკაცია რეალურ ქუესტებზეა დაფუძნებული და როგორც iOS, ისე Android სისტემებზე მუშაობს.
როგორ უნდა ვისარგებლო HURRYAPP-ით?
1. შედი App Store-სა and Google Play-ში, დაუკავშირდი Facebook-ს და გადმოწერე HURRYAPP
2. აირჩიე მარათონი, რომელში მონაწილეობაც გსურს და გაფრთხილების მიღების შემდეგ
გა-ი-ქე-ცი!
3. მიაღწიე საორიენტაციო წერტილებამდე, უპასუხე შეკითხვებს და შეასრულე
დავალებები. თუ ყველაფერს სწორად უპასუხებ, მომდევნო წერტილამდე სვლას განაგრძობ. ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში, 1 წუთის შემდეგ აპლიკაცია მომდევნო შეკითხვასა და დავალებას შემოგთავაზებს. დავალებები ძალიან სახალისოა - მაგ. სელფის გადაღება, checkpoint-ის მახლობლად დამალული კოდის პოვნა და სხვ.
HURRYAPP-ის მარათონი სულ 3-5 checkpoint-ს შემოგთავაზებს.
4. ბოლო ლოკაციაზე მიღწევის შემდეგ, სახალისო მარათონი დასრულდება და ჯილდოების მენიუში (Awards menu) კუთვნილი პრიზი დაგხვდება.