გიოცნებიათ ოდესმე სატელეფონო ზარების განხორციელებაზე, რომელიც მხოლოდ თქვენი ხელიდან შესრულდებოდა? ან იქნებ ყოველთვის გინდოდათ გყოლოდათ პერსონალური რობოტი სახლში? თანამედროვე სამყაროში ყველა ჩვენი ოცნება შესაძლოა ასრულდეს, თუმცა რამდენად ხართ მზად მსგავსი ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის?
10. SpotMini

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ალერგიით იტანჯებით, თუმცა შინაური ცხოველის ყოლის სურვილიც არ გასვენებთ შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა, ოთხფეხა რობოტი, რომელიც ძაღლის ფუნქციებს შეასრულებს.
9. ORII

ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც დაკავებული ხართ თქვენი ტელეფონი კი გაუჩერებლად რეკავს? ამ ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ ეს პრობლემა აღარ შეგექმნებათ, რადგან შეგიძლიათ ეს ნივთი პირდაპირ ხელზე დაიმაგროთ და აკეთოთ ყველაფერი რაც გინდათ, ზარებს კი მხოლოდ თითის ერთი დაჭერით უპასუხებთ და არ მოუხსნათ მაშინაც კი როდესაც ხელების დასველება მოგიწევთ.
8. Bakblade

ეს მოწყობილობა შეიქმნა იმ მამაკაცებისთვის, ვისაც ჭარბთმიანობა აწუხებს და ვერ ახერხებს ზურგიდან ზედმეტი თმის მოშორებას.
7. Sgnl

ეს არის ტელეფონი, რომელიც თითზე გაქვთ დამაგრებული, ზარების განსახორციელებლად კი საჭიროა მხოლოდ თან იქონიოთ ჭკვიანი საათი ან ნებისმიერი სხვა ჭკვიანი ნივთი.
6. Muzo

ამ პატარა ნივთის დახმარებით თქვენ შეძლებთ შექმნათ საკუთარი იზორილებული ზონა, სადაც გარეშე ხმები არ შემოაღწევს.
5. Scribble

ამ საწერ კალამს შეუძლია ნებისმიერი ფერით ხატვა.
4. JUNO

ამ გაჯეტს ოთხი დანიშნულება აქვს: შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვის დროს გასანათებლად, მაკიაჟის გაკეთებისას ჩაიხედოთ მასში, გადაიღოთ სელფი და შეინახოთ მცირე ზომის ნივთები.
3. ili

თუ თქვენ მოგზაურობა გიყვართ, ეს ნივთი თქვენი საყვარელი მეგზური გახდება, რადგან მას შეუძლია გადათარგმნოს ნებისმიერი წინადადება 0,02 წამში. მისი გამოყენება მხოლოდ Wi-Fi კავშირის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
1. The Noonee

ეს ნივთი მაგრდება თქვენს სხეულზე ისე, რომ მოძრაობაში ხელს საერთოდ არ გიშლით. თუ დაიღალეთ სიარულით ან ფეხზე დგომით შეგიძლიათ უბრალოდ მოხაროთ მუხლები და დაჯდეთ.
1. Zungle

ეს სათვალე არა მხოლოდ მზიგან დაგიცავთ, არამედ საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას და უპასუხოთ სატელოფონო ზარებს ყურსასმენების გამოყენების გარეშე.
