Craze Screenshop არის უახლესი აპლიკაცია, რომელიც Shazam-ის პრინციპით მუშაობს - აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ მოიძიოთ საჭირო სამოსი ინტერნეტ-მაღაზიებში, ამისთვის კი მხოლოდ სურათის ატვირთვაა საჭირო.
აპლიკაცია მოლი ჰარვიცმა შეიმუშავა, კიმ კარდაშიანია კი მისი კონსულტანტი იყო და დაეხმარა მას პროგრამის სრულყოფაში. ტელევარსკვლავმა პროექტის სრულყოფაში დახმარება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. „მე გამოვცადე აპლიკაცია ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმებზე, როდესაც ჰელოუინისთვის ვეძებდი კოსტიუმებს. მე მქონდა მერილინ მონროსა და მადონას სურათები. ავტვირთე ეს სურათები აპლიკაციის საშუალებით, რათა მეპოვა მსგავსი სამოსი, ამ ყველაფერმა ძალიან გამართო“ - კიმ კარდაშიანმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.