აიშვარია რაის სილამაზეზე ლეგენდები დადის: საკულტო ინდოელი მსახიობით არამარტო სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში იხიბლებიან. 1994 წელს, რაი "მის მსოფლიოს" ტიტულით დაჯილდოვდა და მას შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად იქცა. არ არის გასაკვირი, რომ მის სილამაზეს სპეციალური ეფექტები არ სჭირდება და ყველა ენისთვის გასაგებია.


თუმცა, აიშვარია რაი ყოველთვის იდეალური სხეულით არ გამოირჩეოდა. 170 სანტიმეტრი სიმაღლის ქალბატონი 55 კილოგრამს არ სცდებოდა, მაგრამ, 2011 წელს, ორსულობის შემდეგ შესამჩნევად მოიმატა. იმისთვის, რომ მომატებული 25 კილოგრამი დაეკლო, აიშვარიას 2 წელი დასჭირდა.
2012

2014

2012

2014

დიეტა
აიშვარია ისეთ დიეტას ეძებდა, რომელიც მას მკაცრ ჩარჩოებში არ მოაქცევდა. საბოლოოდ, ტრადიციული ინდური დიეტა ამჯობინა და ხორცზე უარის თქმა მოუწია. ვარსკვლავის რაციონში შედიოდა პროდუქტები: თევზი, ბოსტნეული და ბრინჯი. დღის განმავლობაში 2 ლიტრ წყალს და ტრადიციულ ინდურ ჩაის სვამდა. დიეტის მთავარი საიდუმლოება სანელებლებში იყო, ყვითელძირასა და დარიჩინში. სწორედ ისინი ეხმარებოდნენ ცხიმების დაწვაში.
2013

2015

ცხოვრების ჯანსაღი წესი
დიეტას, რომელიც მისი ცხოვრების წესად იქცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაემატა. არასოდეს ეწეოდა, ალკოჰოლური სასმელებიდან კი მხოლოდ მშრალ ღვინოს იღებდა. ასევე, ცდილობს რეგულარულად 8 საათი ეძინოს. ძილი არამარტო კანის ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს, არამედ წონის ბალანსშიც იღებს მონაწილეობას.
2013

2014

სპორტი
ინდოეთში სპორტით დაკავება ისეთი აქტუალური არაა როგორც ევროპასა და ამერიკაში. აიშვარიას პირადი მწვრთნელის დაქირავება დასჭირდა. ძირითად აქცენტს იოგასა და მედიტაციაზე აკეთებდა, კარდიო ვარჯიშებს კი შვილთან სეირნობა ცვლიდა. აიშვარიამ დაამტკიცა, რომ მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა სასიამოვნოც შეიძლება გახდეს.
2013

2016

სწორი არჩევანი
უკვე 10 წელია, აიშვარია ინდოელ მსახიობზეა დაქორწინებული. სწორედ ქმრის გვერდში ყოფნამ დააძლევინა დეპრესია და სტრესი გარეგნობის მიმართ. ამასთან, აიშვარიას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს.

2015


2016

2017







