Britt Kanja და Günther Krabbenhöft არიან გერმანელი წყვილი, რომლებიც უკვე თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
მოდური ჩაცმულობა, ეპატაჟური ლუქები და ექსცენტრიული სტილი, ეს სწორედ ის მახასიათებლებია, რომლებიცც ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. წყვილი ხშირად ჩნდება ბერლინში არსებულ კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში. მათი სასიყვარულო ისტორია საზოგადოებისთვის სამაგალითოა, რასთან ერთადაც მათი მხიარული ხასიათი, "ახალგაზრდული :შემართება და იმიჯი ადამიანებისთვის მათ პერსონას საინტერესოს ხდის. წარმოგიდგენთ გერმანელი წყვილის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტებს.









 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
                             
                             
                             
                             
                             
                             
                             
                             
                             
                             
					
 
					 
					 
					