საყოველთაო პანდემიის დროს ბევრი ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს, ეს სიტყვა კი თითქოს სისუსტესთან ასოცირდება. ვფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის ადამიანები გვჭირდება. მაგრამ, განმარტოება დადებითი კუთხიდანაც შეიძლება დავინახოთ. ეს არის მარტო ყოფნის სიძლიერე. ეს ხდება მაშინ, როცა თავად ვხდებით საკუთარი თავის საუკეთესო კამპანია.
1. გააკეთეთ დღეში ერთი რამ, რაც ბედნიერებას განიჭებთ
უნდა სცადოთ და დღეში ერთხელ რაიმე პირადი სიამოვნებისთვის გააკეთოთ, იქნება ეს წიგნის კითხვა, ხატვა, ინსტრუმენტზე დაკვრა თუ რაიმე ახლის შესწავლა. ზოგიერთი ადამიანი შექსპირის ფრაზებს კითხულობს, ზოგი კი კროსვორდებს ავსებს. გონების ვარჯიში კი ყოველთვის სასარგებლოა.
#2 გადაახალისეთ სივრცე
მას შემდეგ რაც შეცვლით ფიქრებს თვითიზოლაციის დროს, შეცვალეთ გარემოც გარშემო. თქვენ გარშემო არსებული სივრცე შთამაგონებელი და ენერგიის მომცემი უნდა იყოს. შეუცვალეთ ნივთებს ადგილი ან უბრალოდ აირჩიეთ ლამაზი სურათი და მოათავსეთ ისე, რომ გაღვიძებისას ხედავდეთ. შემოიტანეთ მეტი ფერი და შემოიკრიბეთ პოზიტიური ნივთები. მოუსმინეთ ბუნების ან სხვა დამამშვიდებელ ხმებს. შეიძლება თავად იმღეროთ სიმღერა, რომელიც ენერგიას გმატებთ. გამოცვალეთ ასევე ოთახში არსებული სურნელი, რადგანაც სუნებს დიდი გავლენა აქვთ ჩვენ მუშაობაზე.
#3 სცადეთ მედიტაცია
დღეს სახლში მედიტაცია ადვილია და ის ადამიანებს მნიშვნელოვნად ამშვიდებს. მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ, მარცხენა მუცელზე, შემდეგ 4 დათვლაზე ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვას უფრო დიდიხანი მოანდომეთ. შეისუნთქეთ სიწყნარე, ამოისუნთქეთ ნეგატიური ემოციები.