ბევრმა ადამიანმა, მას შემდეგ რაც კორონავირუსის სერიოზულობა გაანალიზა, იმ ფილმების აქტიური ძებნა დაიწყო, რომლებიც ვირუსს ეხება. უმრავლესობის აზრით, მსგავსი ფილმები შიშს ოდნავ მაინც გვიხსნის. ყველაზე დიდი მოთხოვნა 2011 წლის ფილმზე "ინფიცირებაზე" დაფიქსირდა. სოციალური დისტანცია ნაკლებად მოსაწყენი ხდება, როცა საინტერესო ფილმების ჩამონათვალი გაქვთ:
#1 მოვლენა/The Happening 2008
მარკ უოლბერგი და ზოი დეშანელი ცოლ-ქმარს განასახიერებენ, რომლებიც ვირუსული ჭირის დროს უნდა გადარჩნენ.
#2 თბილი სხეულები/Warm Bodies 2013
თუ ნაკლებად საშინელებათა ფილმი გჭირდებათ მეტი სიკეთით, ამ ფილმს უყურეთ. სიუჟეტი ეხება ზომბს, რომელიც გოგონას გადაარჩენს.
#3 დღე ხვალის შემდეგ/The Day After Tomorrow 2004
ეს სურათი კი ამინდისგან გამოწვეულ კატასტროფას ეხება.
#4 მსოფლიო ომი Z/World War Z 2013
ბრედ პიტის გმირი ეპიდემიასთან საბრძოლველ წამალს ეძებს.
#5 კარანტინი/Quarantine 2008
ჟურნალისტი და ოპერატორი შემთხვევით კარანტინის ზონაში ჩაიკეტებიან, დაინფიცირებულებთან.
#6 მე ვარ ლეგენდა/I Am Legend 2007
არმიის ვირუსოლოგი ცდილობს ეპიდაფეთქებას უშველოს.
#7 ის მოდის ღამით/It Comes at Night 2017
ოჯახი გარეშე სამყაროსგან ჩაიკეტა, თუმცა მათი ახალი რეჟიმი მთლიანად იცვლება, როცა მათთან სხვა ოჯახი მოდის.
#8 ეპიდემია/Outbreak 1995
ნამდვილი კლასიკა დასტინ ჰოფმანის და მორგან ფრიმენის მონაწილეობით. სიუჟეტი ექსპერტებს ეხებათ, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.
#9 შეშლილები/The Crazies 2010
პოლიციელმა და მისმა ცოლმა პატარა ქალაქიდან გაღწევის გზა უნდა იპოვნონ, რადგანაც ადამიანები ნელ-ნელა მონსტრებად იქცევიან.
#10 გადამტანები/Carriers (2009)
ფილმი 4 გადარჩენილ ადამიანს ეხება ეპიდაფეთქების დროს.
#11 ინფიცირება/Contagion 2011
ფილმში მონაწილეობენ: ქეით უინსლეტი, ჯუდ ლოუ, მეთ დეიმონი და გვინეტ პელტროუ. ფილმი ვირუსს ეხება, რომელიც ადამიანებს რამდენიმე დღეში კლავს.
#12 ჩიტის ყუთი/Bird Box (2018)
სიუჟეტი სანდრა ბალოკის გმირს ეხება, რომელიც პოსტ-აპოკალიფსის პერიოდში უნდა გადარჩეს.
#13 სიბრმავე/Blindness 2018
ჯულიანა მური და მარკ რუფალო ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ეპიდემია სიბრმავეს იწვევს. ცოლი, რომელიც დაავადების მიმართ იმუნურია, დაინფიცირებულ ქმარს კარანტინში მიყვება....
#14 კლოვერფილდის შესახვევი 10/10 Cloverfield Lane
სიუჟეტი ეხება ქალს, რომელიც თავშესაფარში ჩაკეტეს და უთრეს, რომ გარეთ ყველაფერი მომწამლავია.
#15 ტყის ციებ-ცხელება/Cabin Fever 2002
ფილმი კოლეჯის სტუდენტებს ეხება, რომლებიც არდადეგებზე განმარტოებას გადაწყვეტენ, მაგრამ ვირუსი აკითხავთ.