"ვფიქრობდი, რომ ერთადერთი სუვენირი, რომელიც უკანასკნელი საქმიანი მოგზაურობიდან ჩამოვიტანე, „თავისუფლების ქანდაკების“ მაგნიტი იყო. ნიუ-იორკში კონფერენციაზე ვიმყოფებოდი და დაბრუნებიდან ორ დღეში მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ეს უწყინარი ნივთი ერთადერთი რამ არ ყოფილა.
სადღაც ჩემს ორგანიზმში გაჭედილი კოვიდ-19 ვითარდებოდა და დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში თავიც იჩინა. სიმპტომები ფრენის შემდეგ გამოწვეულ შეგრძნებებს ჰგავდა: დაღლილობა, თავის ტკივილი და სადღაც მიღმა ყოფნა.
მშრალი ხველა დიდხნიან მგზავრობას დავაბრალე და თვითმფრინავის ჰაერის უარყოფით გავლენას. ის, რასაც ვერ ვუარყოფდი, ტემპერატურა იყო - 38.8. კორონავირუსის გამოცდილება ჩემთვის აქედან დაიწყო.
მორიგი რამდენიმე დღე ამ საშინელი ავადმყოფობით ვიცხოვრე, არ მქონია განცდა, რომ ის ბოლოს მომიღებდა. მალე უფრო ცუდად გავხდი, სასწრაფოს დავუკავშირდი და ლაბორატორიული ტესტის ჩასატარებლად წავედი. შემდეგ საწოლში დავბრუნდი, სადაც მთელ დღეებს ვატარებდი და მხოლოდ აბაზანაში შესასვლელად ვდგებოდი. ორი დღის მანძილზე საერთოდ არაფერი მიჭამია და ძალიან ბევრი მეძინა. მალე ტესტის პასუხებმაც დამარწმუნა, რომ კორონავირუსი მჭირდა.
სიმპტომები ისეთივეა, როგორსაც ყველგან კითხულობთ: გრიპს ჰგავს, ტემპერატურით, ხველით და ყელის ტკივილით. მე თავის ტკივილიც მქონდა და ამდენი ხველისგან მკერდი მტკიოდა. როცა საწოლიდან ვდგებოდი თავბრუ მეხვეოდა.
5 დღის შემდეგ სიმპტომები გაქრა, პირში მეტალის გემოს შეგრძნება და ინტენსიური დაღლილობა დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონია და დღეში სამჯერ 2 პარაცეტამოლი ის იყო, რაც მყოფნიდა. ასევე, მადის დაბრუნებაში ქათმის სუპს ღვთაებრივი ეფექტი აღმოაჩნდა. აღარ ვახველებდი, სიცხემ დამიწია და პარაცეტამოლიც აღარ მჭირდებოდა.
ჩემი ქმარი სოციალურ დისტანციას იცავდა - ერთმანეთს მობილურით ვეკონტაქტებოდით და სახლში არ მიახლოვდებოდა.
ეს ყველაზე საშინელი დააავადება იყო, რაც კი ცხოვრებაში გადამიტანია. ზოგადად იშვითად ვყოფილვარ ცუდად. ეს კი საშინლად მტკივნეული და საშიში იყო - საშიში არა იმიტომ რომ სიკვდილზე ვფიქრობდი, არამედ იმიტომ რომ მსგავსად ცუდად ყოფნა უბრალოდ გაშინებს.
მიხარია, რომ ადრე დამემართა და ახლა ჩემს კოლეგებს შემიძლია დავეხმარო.
რა რჩევის მოცემა შემიძლია?
პირველ რიგში, ყველა ოჯახს სჭირდება გეგმა რას გააკეთებს როცა ცუდად ვხდებით. ეს უნდა მოიცავდეს რეგულარულ სატელეფონო კონტაქტს. ის ვინც დაბალ რისკში იმყოფება, შეუძლია იყოს ავადმყოფ ადამიანთან ნიღბითა და ორი მეტრის დაშორებით - ეს მარტოობას სჯობს.
მეორე რიგში, გახსოვდეთ რომ ადამიანების უმეტესობა კარგად იქნება, მაშინაც კი თუ დაინფექცირდება. ჩვენი როლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
და ბოლოს, მოგიწოდებთ დაიმშვიდოთ ნერვები როგორც პაციენტებმა და როგორც საზოგადოების წევრებმა.
მე მალე სამსახურს დავუბრუნდები და კოლეგებს ამ კრიზისის დაძლევაში დავეხმარები.“