დიდი გაჩერება... ⛔️
თითქოს რაღაც ძალას უნდა გავეჩერებინეთ, ზუსტად დღეს როცა ადამიანებს დაგვავიწყდა რისთვის ვართ ამ ქვეყნად მოვლენილი. მსოფლიო მართლაც გაავსო ამდენმა უსიყვარულობამ, ომებმა, ერთმანეთის გაუტანლობამ, სიძულვილმა, აგრესიამ. ადამიანებმა დაივიწყეს მეგობრები, მეზობლები, ხშირად ოჯახი... დაივიწყეს ბუნება, დაიწყეს მისი დაუნდობელი განადგურება - რასაც უამრავი ხანძარი, წყალდიდობა და კატასტროფა მოყვა. გოჯი მიწა არ დატოვეს - ყველგან ცათამბჯენები ჩადგეს. ქვეყნები ერთმანეთს განადგურებით ემუქნებიან დღეს, 21 საუკუნეში საიდუმლო სქემებს და გამანადგურებელ იარაღს ინახავენ საცავებში. ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანების რიცხვის დათვლაც კი ჭირს. ზუსტად მათი ყველაზე დიდი სურვილია - რომ მსოფლიოს ეშინოდეს და ყველა ადამიანი ძრწოდეს შიშთ. შევიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და იქედან ცხვირი არ გამოვყოთ. შიშის დათესვა, ქაოსი და პანიკა, ეს არის ტერრისტების მისია. დღეს ჩვენ ყველას გვეშინია - რადგან თითქოს არ ჩანს გამოსავალი.
დღეს დილას გამეღვიძა, ვფიქრობდი რა უაზრობებზე ვბრაზდებით ადამიანები, რამდენს ვწუწუნებთ, რამდენად უმადურები ვართ ხშირად - მაშინ როცა მთავარი მართლა ერთი რამ არის - სიყვარული. სიყვარულით თუ გავაკეთებთ საქმეს აუციელბლად გამოგვივა - ნათელი ბნელს ამარცხებს. ეს ასე იყო და ასე იქნება. როგორც დიდი კარუსელი - ადის და ჩადის. დაღმართს - აღმართი მოყვება. ყველაფერ ბოროტს კი სიყვარული, სინათლე და სიკეთე ამარცხებს.
მე ვხედავ ამ დღეს, სინათლეს - საქმეს რომელსაც ჩვენი დროების მეცნიერები გააკეთებენ. სულ მალე ყველა დავინახავთ ეკრანებზე ორ სიტყვას - BREAKING NEWS - ზუსტად სიყვარულით გაკეთებული საქმის შესახებ გავიგებთ. გავიგებთ რომ გამოჩნდა გამოსავალი და მეცნიერებამ დაამარცხა ვირუსი სახელად COVID19.
და ეს ცუდი დღეებიც ნელ-ნელა წავა. გავიხსენებთ და დასკვნებს გავაკეთებთ. დავაფასებთ განათლებას, ჯანმრთელობას და სიყვარულს. ისევ ვიმოგზაურებთ თავისუფლად და ისევ გვექნება საშუალება ვიყოთ ერთად.
ახლა კი მთავარი - ის დიდი შეჯანჭყარება, რაც კორონა ვირუსით მივიღეთ მთელმა მსოფლიომ - აუციელბლად შობს ახალ და უკეთეს სამყაროს. სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანი და ბუნება იქნება. სადაც არ გვექნება სურვილი ვჭამოთ ყველა ცხოველი. სადაც მოგზაურობა აღარ იქნება დაკავშირებული კოლოსალურ თანხებთან. სადაც ჰიგიენის წესები ეცოდინება ყველა ადამიანს და ადამიანები იზრუნებენ სისუფთავეზე. ადამიანები გავაცნობიერებთ რომ ბევრი დაავადება თავად ჩვენი შექმნილია - მეტად მივხედავთ თავს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
აუარებელ დანაკლისს განიცდის ახლა სამყარო, უამრავი ადამიანი შეიწირა უცნობმა, ახალმა ვირუსმა. მაგრამ ამ სასტიკ ჟამს აუციელბლად უნდა მოსდევდეს სინათლე და ჩვენ ყველა ამ სინათლეს მალე დავინახავთ!
სათითაოდ ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვირუსთან ბრძოლაში და არ ვიყოთ მხოლოდ სხვის იმედად - ჩვენი თვითშეგნებით და აუცილებელი წესების დაცვით.
იქამდე კი გავუფრთხიდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია რასაც გვაძლევენ ავტორიტეტული ორგანიზაციები, გავძლიერდეთ და უკეთესის მოლოდინში გავაგრძელოთ ცხოვრება.