ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სარკეში საკუთარ თავს აკვირდება და ხედავს, რომ ნერვიულობას, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს თუ უძილობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამ დროს ან პანიკური შიში მოიცავს, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, ან ესთეტიკური პროდეცურების ჩამონათვალს გადაავლებს თვალს. 2019 წლის მიწურულს თბილისში სილამაზის ცენტრი Art Town გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ესთეტიკური მედიცინის ახლებურ აღქმას სთავაზობს, არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარებაში ეხმარება, თავდაჯერებას უბრუნებს და ასწავლის, როგორ იცხოვროს საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში.
კანი − სავიზიტო ბარათი „სელებრითებისთვის“
ალბათ, მრავალჯერ გინატრიათ ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც სახეზე გადაიტარებდით და აკნე, ნაწიბურები, ლაქები ან ნაოჭები თვალის დახამხამებაში ალაგდებოდა კანიდან. ჯადოსნური ჯოხის ნაცვლად, Art Town-ში მისულმა HydraFacial აღმოვაჩინე − კანის აღმდგენი სამკურნალო საშუალება. შეიცავს გლიკოლისა და სალიცილის მჟავებს, ბოტანიკურ ექსტრაქტებთან ერთად კი თვალშისაცემ შედეგს იძლევა − ფორებს მკვდარი უჯრედებისგან ათავისუფლებს და ამზადებს ექსტრაქციისთვის. პროცედურის ჩატარებამდე, HydraFacial-ის შესახებ ყველაფერი კარგად გამოვიკვლიე. კანი ხომ სავიზიტო ბარათია და გარისკვა არ ღირს, როცა პროცედურას არჩევ. გავარკვიე, რომ HydraFacial-ს აქვს სასტარტო ოთხსაფეხურიანი მკურნალობა, რომელიც მოიცავს კანის გაწმენდას, აქერცვლას, დაბინძურებული ქსოვილის მოშორებას და დატენიანებას HydraPeel Tip-ის შრატების საშუალებით. რა დასამალია, ყველაზე მეტად ამ პროცედურაში „საიდუმლო ბუსტერი“ მომეწონა, რომელიც მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის უინიექციოდ ჩატარების საშუალებას იძლევა (ნემსის მეშინია!). HydraFacial-ს აქვს ვაკუუმის თერაპია, რომელიც კანს უფრო მკვრივსა და გლუვს ხდის.
სალონში მისული სრულიად შემთხვევით ტელეწამყვან აჩიკო სოლოღაშვილს წავაწყდი. გამოველაპარაკე და როცა გავარკვიე, რომ თავადაც HydraFacial-ის მომხმარებელია, პროცედურაზე დასწრების სურვილი გამოვთქვი. აღმოჩნდა, რომ აჩიკომ საკმაოდ ბევრი რამ იცოდა აღნიშნული პროცედურის შესახებ. როგორც მან ამიხსნა, HydraFacial მიზნად ისახავს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ამოვსებას, შეშუპებული და გაფართოებული ფორების დამშვიდება-დატენიანებას, ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანის სამედიცინო დონის მკურნალობას; იდეალურია ჰიპერპიგმენტაციისა და ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად. აჩიკომ დასძინა, რომ მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილია.
აჩიკო სოლოღაშვილი: „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კანს უწევს დასხივებასთან, გრიმსა და მტვერთან გამკლავება. ვალდებული ვარ, მუდამ მოწესრიგებული ვიყო და შესაბამისად, უპირატესობას ვანიჭებ სილამაზის ისეთ ცენტრებს, სადაც ხარისხია პრიორიტეტული“.
ინტერესით ვაკვირდებოდი: აღმოჩნდა, რომ HydraFacial, ჩვეულებრივ, სრულდება ლედ-თერაპიით. საბოლოოდ, სწორედ მან დაამშვიდა კანი. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო Callegari CR 3000-ის ეფექტის დანახვა. ეს არის იტალიიდან ჩამოტანილი აპარატი სახის, სკალპის, თმისა და ზოგადად, კანის პრობლემების დიაგნოსტიკისთვის. მოგვიანებით, მისი დახმარებით გავიგე, რომ ჩემი კანი საკმაოდ მშრალი ყოფილა. Callegari CR 3000-მა, მიღებული ინფორმაციის გადამუშავების ხარჯზე, მკურნალობასთან დაკავშირებული რჩევაც კი „მომცა“.
თურმე სილამაზე მსხვერპლს ყოველთვის არ მოითხოვს
ერთხელ მაინც გვსმენია ფრაზა „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“, მაგრამ როცა სასწორის პინაზე ჯანმრთელობა დევს, ღირს ასეთი მსხვერპლის გაღება? − ვეკითხებოდი თავს ყოველთვის, როცა სოლარიუმში რუჯის მიღება მსურდა. იტალიურ ბრენდ EUROSUN-ის EVA FLEXIBLE სოლარიუმი არის მსოფლიოში ერთადერთი აპარატი, რომელსაც არა მხოლოდ რუჯის მისაღებად, არამედ კანის სამკურნალოდ იყენებენ: იგი კანს სძენს ელასტიკურობას და ატენიანებს.
აღმოჩნდა, რომ მარიამ ვაშაკიძე, ჩემგან განსხვავებით, სოლარიუმის ხშირი სტუმარია, ამიტომ ჩემი ბლოგისთვის პოზირება და გამოცდილების გაზიარება ვთხოვე.
მარიამ ვაშაკიძე: „ზოგადად, მიყვარს, როცა დაფერილი ვარ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაზაფხულს მოწესრიგებული კანით შევხვდე. EVA-ს სოლარიუმს უპირატესობას ვანიჭებ იმიტომ, რომ დახურული არ არის − ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს ვერ ვჩერდები. ასევე, უსაფრთხოა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.
ქალები საჩუქარს იმსახურებენ...
ცხოვრებაში პირველად მეც მივეფიცხე კოლაგენის ნათურებს და მივხვდი, რომ მომავალშიც ხშირად ვეწვეოდი EVA-ს სოლარიუმს. სრული რელაქსაციის შემდეგ, სალონის დატოვებამდე, Art Town-ის დირექტორს, ნიკა გოგიჩაძეს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ესთეტიკური მედიცინა ახლებურად დამანახა. ნიკამ სალონის სარვამარტო შეთავაზება გამაცნო: „პირველი მარტიდან რვა მარტის ჩათვლით, ქალბატონებს თმის შეჭრაზე, შეღებვაზე, დავარცხნაზე, მანიკიურსა და პედიკიურზე 20%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ, ასე რომ კვლავ გვეწვიე“.
ნიკას დავემშვიდობე და ხმაურიან ქალაქს ღიმილით შევუერთდი... დავუბრუნდი თბილისურ რიტმს, რომელიც უფლებას არ გაძლევს დანებდე, როცა ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით არ მიდის და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ სიურპრიზს გიმზადებს − თუნდაც ზუსტად ისეთს, როგორიც Art Town-ის სარვამარტო საჩუქარია.
ART TOWN - არტ ქალაქი
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.#43
ტელ: 599 56 81 13
www.facebook.com/arttownvake
WWW.ARTTOWN.GE