22 წლის მილიარდერი, კაილი ჯენერი ოჯახთან ერთად თოვლიან მთებში ისვენებს. ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში არა ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ბრენდ Chanel-ის ტანისსამოსში, ულამაზესი ხედის წინ პოზირებს.

კაილიმ Chanel-ის ტანისსამოსს ამავე ბრენდის ქუდი და ხელთათმანები მოარგო.

მოგვიანებით მილიარდერმა Moncler-ის $2800-ის ღირებულების, სასრიალო კოსტუმში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.






