ვანესა პარადი ფრანგი მომღერალი, მოდელი და მსახიობია, რომლის დებიუტიც დიდი სცენისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, სიმღერით - Joe le taxi შედგა. მომხიბლავი ქალბატონი 46 წლის ასაკშიც ინარჩუნებს არაჩვეულებრივ ფორმას და სილამაზეს, რის საიდუმლოც Vogue-თან ინტერვიუში გაამხილა.

-რა არის თქვენი საუკეთესო რჩევა გოგონებისთვის საუკეთესო კანის შესანარჩუნებლად?
-უპირველეს ყოვლისა - ძილი, წყალი და მხიარულება.

-რა გმატებთ თავდაჯერებულობას?
-ე.წ. Smoky-eye მაკიაჟი.

-დაღლილობას რითი ებრძვით?
-სახეზე ყინულის კუბიკების მასაჟი საგრძნობლად არბილებს კანს და დაღლილობის კვალსაც სრულიად აქრობს.

-რას ფიქრობთ პლასტიკურ ქირურგიაზე?
-როცა საქმე უსიამოვნო ცხვირს, არასასურველი ზომის მკერდს ან რაიმე მსგავს ეხება, ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ ვეთანხმები დროის სვლასთან ერთად კანის დაბერების საწინააღმდეგოდ მის გამოყენებას.

-რა არის თქვენთვის დამატებითი ენერგიის წყარო?
-ამაზე ზრუნვას დილიდანვე ცხელი ჭიქა წყლითა და ლიმნით ვიწყებ. კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ მივირთმევ რძის პროდუქტებსა და ხორბლელულს, რაც ბრტყელ მუცელთან ერთად, დამატებით ენერგიასაც მაძლევს.

| ვანესა პარადი | |
|---|---|
ვანესა პარადი 2016 წელს |
|
| დაბ. თარიღი | ვანესა შანტალ პარადი 22 დეკემბერი, 1972 სან-მორ-დე-ფოსე, ვალ-დე-მარნი, საფრანგეთი |
| საქმიანობა |
|
| აქტიური | 1981–დღემდე |
| მეუღლე(ები) | ლენი კრავიცი (1992–97) |
| პარტნიორ(ებ)ი | ჯონი დეპი (1998–2012) სამუელ ბენშეტრი(2016–დღემდე) |
| შვილ(ებ)ი | 2, მათ შორის ლილი-როუზ დეპი |
| ნათესავები | ალისონ პარადი (და) |
| ჟანრ(ებ)ი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
| ლეიბლ(ებ)ი | |
| ასოციაციები | |
| საიტი | vanessaparadis.fr |
ვანესა შანტალ პარადი (დ. 22 დეკემბერი 1972[1][2]) — ფრანგი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. 14 წლის ასაკში ცნობილი გახდა სიმღერით Joe le taxi.





