ჰოლივუდის ყველა ლამაზმანს საკუთარი რჩეული სურნელი აქვს - სუნამო ქალის ხასიათს მნიშვნელოვნად გამოხატავს და მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცევა. კოკო შანელი მას ქალის იმიჯის მთავარ მახასიათებელ ფაქტორად მიიჩნევდა.
1. ანჯელინა ჯოლი - Bvlgari “Black”
წითე ხალიჩაზე ანჯელინა მუდამ მას ატარებს.

#2 მადონა - Annick Goutal “Folavril”
ეს სუნამო მადონას კარიერის პირველივე ნაბიჯებიდან მოსდევს.

#3 კიმ კარდაშიანი - Michael Kors “Michal”
კიმს ბევრი საყვარელი სუნამო აქვს, თუმცა მისი ფავორიტი მაიკლ კორსის სურნელია.

#4 კამერონ დიასი - Clinique “Happy”
კამერონს მძაფრი სურნელი არ იტაცებს და რაღაც მსუბუქს, მაგრამ დასამახსოვრებელს ანიჭებს უპირატესობას.

#5 ჟიზელ ბუნდჰენი - Yves Saint Laurent “Opium”
ეს სურნელი სუპერმოდელს თავს განსაკუთრებით სექსუალურად აგრძნობინებს.

#6 კეტი პერი - Thierry Mugler “Angel”
მომღერალი სუნამოების დიდი ფანია, თუმცა ამ სურნელს უნივერსალურად მიიჩნევს.

#7 ქეით მიდლტონი - Jo Malone “Orange Blossom”
თუ გსურთ თავი პრინცესად იგრძნოთ - სწორედ ეს სურნელი გამოიყენა ქეითმა საკუთარ სამეფო ქორწილშიც.

#8 ბლეიკ ლაივლი - Gucci “Première”
მსახიობი საყვარელი სურნელის სახეა.

#9 კირა ნაიტლი - Dior “J’Adore”
ეს სურნელი კლასიკასთან და ელეგანტურობასთან ასოცირდება.

#10 ემა უოტსონი - DKNY “Be Delicious”
ემას ხილის და ყვავილების სურნელი უყვარს, ამიტომაც ზაფხულის ამ არომატს ანიჭებს უპირატესობას.






