უკანასკნელ სეზონებზე მოკლე თმის სტილი განსაკუთრებულ პოპულარობას იხვეჭს და ტრენდებშიც თამამად მკვიდრდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელი თმა მას სათანადო კონკურენციას ვერ უწევს. ამას პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ჯიჯი ჰადიდიც ადასტურებს - გრძელი ტალღოვანი თმით ის თავს წითელ ხალიჩასა თუ ცხოვრებაში ეფექტურად იწონებს. სანამ შეჭრას გადაწყვეტდეთ, შესაძლო ვარიანტები დაათვალიერეთ, თუ როგორ უნდა მოვიხდინოთ გრძელი თმა:
#1 გრძელი ხვეული თმა იმიჯს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს

#2 სველი თმის ეფექტს მსოფლიო მოდის კვირეულების პოდიუმებზე ხშირად ვხედავთ. ამგვარად, წინ ჩამოყრილი დალალები ხელს აღარ შეგიშლით

#3 კიმ კარდაშიანი უკვე ყველაზე მეტად გრძელ სწორ თმასთან ასოცირდება. საუკეთესო იმიჯისთვის ის მაქსიმალურად მაღლა აწეულ და შეკრულ თმას ატარებს.

#4 ბიონსეს დის მაგალითზე შეგიძლიათ წვრილი ნაწნავები მოირგოთ

#5 ნახევარი თმა უკან გადაიწიეთ, ასე ორმაგად მგებული დარჩებით: უკნიდან გაშლილის, წინიდან კი თმააწეულის ეფექტს შექმნით.

#6 მიმართეთ კრეატივს და თმაში მხოლოდ ერთი ნაწნავი გაიკეთეთ. მისი მორთვა აქსესუარებითაც შეიძლება, ან თუნდაც ლენტით

#7 თმის ნაწილი წინ ჩამოიშალეთ, დანარჩენი კი შეკარით

#8 რა ემართება თმას აფრიკული ნაწნავების დაშლის შემდეგ? ბევრი ახალგაზრდა გოგონას ინსპირაცია ზენდაია გრძელ თმას ეფექტურად წარმოაჩენს

#9 თმა ლამაზი, ორიგინალური, ხელნაკეთი თმისამაგრით დაიმაგრეთ

#10 მოდური იმიჯისთვის თმის ნაწილი ტანსაცმელში დამალეთ






