ცნობილი ლამაზმანები, განსაკუთრებით კი მოდელები, მუდამ გვაძლევენ ფორმაში ყოფნის შთაგონებას და თავის მოვლის საიდუმლოებებსაც თამამად გვიმხელენ. რა დგას მათი იდეალური ფიგურის უკან?
#1 ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი მრავალი წლის განმავლობაში პროფესიონალურად იყო დაკავებული ფრენბურთით - ამიტომაც სპორტული მომზადება მას მაღალ დონეზე აქვს გავლილი. მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, მოდელი ბალეტის გაკვეთილებს იტარებს: "ეს საუკეთესო საშუალებაა ყველაზე დაუცველი ზონები გაავარჯიშო."

#2 ადრიანა ლიმა
მოდელი გვიმხელს, რომ ბოლო დროს ვარჯიშები რადიკალურად გამოცვალა. თუ ადრე დიდ დროს ბოქსს უთმობდა, ახლა დიდი სიამოვნებით დარბის. ამასთან, ლიმა ყოველ დღეს სახტუნაოზე ხტუნვით იწყებს.

#3 ფელისიტი ჯონსი
მსახიობი ყველაფერს ერთად ასრულებს: პილატესი, ბალეტი, ცურვა.. "ერთადერთი ტაბუ ტრენაჟორია! ჩემი კუნთები სწრაფად რეაგირებს და ცუდად გამოიყურება."

#4 მირანდა ქერი
მოდელის ფიზიკური რუტინა: კვირაში ორჯერ იოგა და პილატესი. თუმცა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა ვაჟიშვილთან ცეკვაა. "მუსიკას ხმამაღლა ვრთავთ და ვიხსნებით. ზედმეტი კალორიების დაწვის უკეთესი გზა არ არსებობს."

#5 ლილი კოლინზი
ლილი გვარწმუნებს: საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ვარჯიში არ დაგეზაროს, სავარჯიშო დარბაზში მეგობართან ერთად სიარულია. "ადრე დგები, სვამ ჩაის და დარბაზისკენ მიემართები. გაცილებით მონდომებით ვარჯიშობ როცა გვერდით მხარდამჭერი გყავს."

#6 ჯენიფერ ენისტონი
"ჩემთვის წარმატების მთავარი საიდუმლო ვარჯიშების მუდმივი ცვლილებაა. ყოველთვის ვცდილობ კუნთების გაოცებას"






