ვარსკვლავები გვკარნახობენ რომელი დესერტი გვანიჭებს სიამოვნებას და გარეგნული ესთეტიკითაც გვხიბლავს.
ვერძი: ტორტი "პავლოვა"
ჰაეროვანი ტორტი ნაღებით, ხილით და კენკრით აუცილებლად მოხიბლავთ ვერძებს თავისი შთამბეჭდავი შეფუთვით.

კურო: ტრიუფელი
კუროებმა იციან რა სურთ და ამ ღირსეულ დესერტს აუცილებლად მიანიჭებენ უპირატესობას. კაკაოთი დაფარული ტრიუფელი თქვენთვის ტკბილეულის აუცილებელი და საკმარისი პორციაა.

ტყუპები: მაკარუნი
ტყუპებს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში ეს ფრანგული ტკბილეული დაეხმარებათ. ლიმნის, ქოქოსის, ნუშის... თითოეული მათგანი აუცილებლად გაგახსენებთ ლაჟვარდოვან სანაპიროს.

კირჩხიბი: ბელგიური ვაფლი
ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბისთვის დესერტი ცუდი ხასიათის წამალია. ამიტომაც, მოადუღეთ ჩაი და შეუკვეთეთ საყვარელი ბელგიური ვაფლი შოკოლადითა და კენკრით.

ლომი: ალუბლის ღვეზელი
თუ ცხოვრებისგან შესვენება მოგინდათ, გირჩევთ ჩართოთ საყვარელი ფილმი, გაეხვიოთ პლედში და მიირთვათ გემრიელი ალუბლის ღვეზელი.

ქალწული: კენკრის ტორტი
მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ქლიავი - კენკრა თქვენ ნებისმიერ შოკოლადს და ნამცხვარს შეგიცვლით. თუ უბრალოდ კენკრით სავსე ჭიქა ცოტაა, დააგემოვნეთ მრავალშრიანი ტორტები, რომლებიც კენკრითაა სავსე.

სასწორი: ამერიკული ორცხობილა
არ იცით რომელი დესერტი გსურთ? ამერიკული ორცხობილა შოკოლადით ზუსტად თქვენთვისაა. თუ მას ფქვილის და შაქრის გარეშე მოამზადებთ, დიეტურიც გამოგივათ.

მორიელი: ნაყინი
თქვენ ხართ მათ შორის, რომელსაც ნაყინის მირთმევა 24/7-ზე შეუძლია. ნუ იტყვით უარს საყვარელ დესერტზე, განსაკუთრებით დასვენების დღეს. ჩართეთ სერიალი, შემოიხვიეთ პლედი და დაიკავეთ ხელში ნაყინის ქილა - ვანილის, შოკოლადის თუ კარამელის.

მშვილდოსანი: ჩიზქეიქი
თქვენ ბევრი საკონდიტრო შედევრი გაქვთ გასინჯული, მაგრამ არასდროს სცდებით ჩიზქეიქში: საკმარისად მსუბუქი, რათა ტკბილის მირთმევა არ ინანოთ.
თხის რქა: ბრაუნი
თხის რქას ბედნიერების ჰორმონის ამაღლებაში ბრაუნი დაეხმარება. დააგემოვნეთ სხვადასხვა ვარიანტი: თხილით და მის გარეშე, მრავალფეროვანი ტოპინგებით. შეგიძლიათ მიირთვათ უშაქროდაც.

მერწყული: ტირამისუ
შემოქმედებით მერწყულს ეს მრავალშრიანი და ჰაეროვანი დესერტი გაახალისებს მასკარპონეს ყველით და ყავის გემოთი.

თევზები: დონატი
ამერიკული ფუნთუშა ანუ დონატი სხვადასხვა ფორმითა და გემოთი მეოცნებე თევზების გულს მოიგებს. მათთვის ეს ტკბილეულის საჭირო დოზაა, რათა საქმეს ახლებური ძალებით შეუდგნენ.






