G20 სამიტის ფარგლებში ჰამბურგში მსოფლიო ლიდერებმა თავის მეორე ნახევრებთან ერთად მოიყარეს თავი. შეუძლებელია ამ მოვლენას მოდის კრიტიკოსების ყურადღება არ მიექცია. ორი მთავარი პირველი ლედის სამოსიც მალე შეადარეს ერთმანეთს.

დღე #1


მელანიამ კლასიკური თეთრი კოქტეილის კაბა არჩია ამერიკული ბრენდის Michael Kors-ის კოლექციიდან.

მისის მაკრონმაც კლასიკაზე გააკეთა არჩევანი და Louis Vuitton-ის სამოსით წარსდგა.

დღე #2
ჰამბურგის მერთან შეხვედრისას მელანიამ გერმანული ბრენდის Jil Sander-ის კაბა მოირგო-წითელი ტყავის ქამრით. მხრებზე კი Bottega Veneta-ს ქურთუკი ჰქონდა მოცმული. იმიჯს Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელი შეუხამა.
.jpg)

ბრიჯიტი ძირითადად შავ-თეთრი ტონალობის სამოსით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად ვარდისფერ ფერს მიანიჭა ყურადღება და შთამბეჭდავი იმიჯით ყველას მოწონება დაიმსახურა.







