მოდის კრიტიკოსებმა ქართველი დიზაინერის დევიდ კომას ახალ კოლექციას საბრძოლო ხასიათის მატარებელი უწოდეს. დიზაინერმა ტრადიციული ქართული კოსტიუმების მოტივებზე კოლექცია პირველად შექმნა. 2017/18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში კომა მოდის მოყვარულებს ჩოხას სთავაზობს.
"ინსპირაციის წყარო ძალიან ლამაზი ქართული ცეკვაა "დაისი": ქალისა და მამაკაცის დრამატული შეჯახება."-ამბობს კომა.
დიზაინერმა კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. ჩვენების შემდეგ, რუსულმა Vogue-მა მას მოდის "ვუნდერკინდი" უწოდა.
ჩვენებას მუსიკალურად ქართული ფოლკროლი აფორმებდა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ კომა თბილისში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ხელოვნების მაგისტრის წოდება ლონდონის კოლეჯში მიიღო. კომა ისეთ ცნობილ ადამიანებთან თანაშრომლობს, როგორებიც არიან ბიონსე, მეგან ფოქსი, ოლივია უაილდი. ის ამავდროულად ბრენდ Mugler-ის კრეატიული დირექტორია. 2016 წლის თბილისის Mercedes-Benz Fashion week-ზე დევიდ კომა მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.