29 ნოემბერს ქვეყნიერებას ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის პირველი შვილი მოევლინა. სასიამოვნო სიახლის შესახებ სოციალურ ქსელებში წყვილის მეგობრებმა დაწერეს და გულთბილი მილოცვებიც არ დაიშურეს.
მალევე პოსტი თავად მომღერალმაც გამოაქვეყნა და მემკვიდრის პირველი ფოტო გაგვიზიარა.
როგორც ირკვევა, პატარის სახელი ბერუკაა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომწერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბერუკა დედ-მამის სახელების შეერთებით გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი 2018 წლის სექტემბერში დაინიშნენ, მალე კი, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.