ხშირად დიზაინერები პოდიუმზე მრავალფეროვან კოლექციებს წარმოგვიდგენენ, მაგრამ, თავად ერთი იმიჯის ქვეშ დარჩენას ცდილობენ და "შესამჩნევად შეუმჩნეველების" სტატუსს ატარებენ.
#1 კაროლინა ჰერერა
დიდიხანია რაც კაროლინამ უკვდავი იმიჯი აირჩია. ფაქტია, თეთრი პერანგი, ტრაპეცია ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასდროს გადადის მოდიდან.

#2 იამამატო
მას ზედმეტსახელად "შავ პოეტსაც" უწოდებენ. იამამატო ცნობილია ავანგარდული სამოსით და არასდროს ღალატობს შავს. "ეს ფერი მისტიკურია, ის ამბობს: მე შენ არ გაწუხებ, ნურც შენ შემაწუხებ".

#3 PRABAL GURUNG
ამერიკელი დიზაინერი ნეპალიდან მარტივ, იაფ სამოსს ამჯობინებს. სტილით მას ახალგაზრდა მარლონ ბრანდოსაც ადარებენ.

#4 ვერა ვანგი
ვერა ცვლის ფორმას, მაგრამ არა ფერს - თავიდან ბოლომდე შავი.

#5 OLIVIER ROUSTEING
ბალმეინისთვის შექმნილი უამრავი ბრჭყვიალა სამოსი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში კონსერვატორული იმიჯი.

#6 რიკარდო ტიში
რიკარდომ ჟივანშით შთაგონება შექმნა, მაგრამ ცხოვრებაში თავად თეთრ კედებს და შავ უნიფორმას ატარებს.

#7 მაიკლ კორსი
კორსის ერთგვაროვან პროფესიულ იმიჯს შავი სათვალეები სრულყოფილებას მატებს.

#8 კარლ ლაგერფილდი
კარლსაც საკუთარი იმიჯი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც არასდროს ღალატობდა.

#9 ჯორჯო არმანი
იარლიყი "არმანი" წითელ ხალიჩაზე ხშირად ბრწყინავს. ლეგენდა ცხოვრებაში მარტივ სამოსს ირჩევს - ერთ ტონალობაში გადაწყვეტილ გრძელ შარვალსა და მაისურს.

#10 ჯეისონ ვუ
ვუს სტილი ცოტათი მაიკლ კორსისას წააგავს. ეს ახალგაზრდა დიზაინერიც მონოქრომულ სამოსში ჩნდება.

#11 ტომ ბრაუნი
ზოგიერთი მამაკაცი არც ზაფხულში ღალატობს გრძელ შარვლებს, მაგრამ ტომისთვის წლის შეუცვლელი ატრიბუტი მოკლე შარვალია.

#12 რაფ საიმონსი
ისევ შეუმჩნეველი - სრულიად შავი და ფარული სამოსი მორიგი დიზაინერის გარდერობში. ხანდახან რაფს ჯემპერის ქვეშ ფერადი საყელო მოუჩანს.

#13 ტომ ფორდი
ტომს უფრო მეტად კლასიკური, დახვეწილი სტილი აქვს. იდეალური მუქი ფერის შარვალ-კოსტიუმი არის სამოსი, რომელსაც თავადაც სრულყოფილად ქმნის.

#14 ალექსანდერ ვანგი
ინდუსტრიის ფავორიტი შოუმენი ნათელ ფერს არასდროს ატარებს. თუმცა მისი სამოსი იმდენად თავისუფალია, რომ ნებისმიერ დროსაა მზად დიზაინერი მკვეთრი საცეკვაო მოძრაობების შესასრულებლად.






