ქენდალ ჯენერი როგორც ყოველთვის მორიგი ფოტოსესიის კადრებშიც თვალისმომჭრელად გამოიყურება, ეს ფოტოსესია კი რუსული Vogue-ის 2019 წლის მაისის ნომრის ყდისთვისაა განკუთვნილი. მოდელმა გადაღებისთვის მრავალფეროვანი სამოსი და სამკაულები მოიხდინა, რომლებიც მის გამორჩეულ გარეგნობას კიდევ უფრო ემტად უსვამდნენ ხაზს.
მაისის ნომრის ყდისთვის განკუთვნილი ფოტოსესია ცნობილმა ფოტოგრაფებმა - ლუიჯი მურენუმ და იანგო ჰენზიმ ჩაატარეს, რომლებიც ცნობილმა სუპერმოდელმა Instagram-ის გვერდზე ატვირთულ "პოსტში" სითბოთი და სიყვარულით მოიხსენია.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქენდალმა Vogue-ის ყდისთვის პირველად არ იპოზიორა, აქამდე ის Vogue Paris-ის, Vogue japan-ის, Vogue China-სა და Vogue Brazil-ის ყდებზე მოხვედრილა, გარდა ამისა ის ამერიკული გამოცემის ყდის მთავარი პერსონაჟი უკვე სამჯერ ყოფილა.