ფლორიდაში გატარებული უქმეების შემდეგ, მელანია და დონალდ ტრამპები შვილთან ბერონთან ერთად თეთრ სახლში დაბრუნდნენ. ამჯერად პირველ ლედის კლასიკური სტილი ჰქონდა მორგებული, რომელიც ძალიან უხდებოდა გაზაფხულს.

მელანიას Burberry-ის პალტო, შარვალი და Hermès-ის ყვითელი ფერის ყელსახვევი ამშვენებდა.


მან წლევანდელი გაზაფხულის ყველაზე მოდური ვარცხნილობა მოირგო და შეკრული თმით იწონებდა თავს.

შეგახსენებთ, რომ ოჯახი ფლორიდაში ტორნადოს შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩაფრინდა.






