23 წლის ამერიკელმა მოდელმა - ჯიჯი ჰადიდმა სათვალეების უახლეს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი და Vogue-ის რიგით მესამე ერთობივი ნამუშევარია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წელს 90-იანების სტილის, გამჭირვალე და დიდი ზომის სათვალეებია მოდაში.

რეკლამის პირველი კადრები ჰადიდმა საკუთარ სოციალურ ქსელში ატვირთა და კოლექციის შეფასება გულშემატკივარს მიანდო.


ჯიჯი ჰადიდმა 2018 წლის ივნისშიც წარმოადგინა Vogue-თან ერთობლივი სათვალებიის კოლექცია, რომელშიც წლევანდელისგან განხვავებით ვიწრო და პატარა მოდელები ჭარბობდა.








