რუნი მარას მაკიაჟი მუქ ბორდოსფერ ტუჩსაცხს და ასევე მუქი ტონის თვალის „ჩრდილს“ შეადგენდა.
1. ფრჩხილის ლაქი DESSANGE
2. ტუჩის ფანქარი sISLEY
3. თვალის „ჩრდილი“ DESSANGE
4. ტუჩსაცხი sHISEIDO
კერი ვაშინგტონი
სერიალ „სკანდალის“ ვარსკვლავის მაკიაჟი მკვეთრი და გრაფიკულია – მუქად ჩახატული თვალები და გამოკვეთილი, გახშირებული წარბები, შეხამებული ღია ფერის ტუჩსაცხთან.
1. თვალის ტუში sHISEIDO
2. თვალის ლაინერი Bourjois
ოლივია მანი
მკვეთრ წითელ კაბას მსახიობმა ნარინჯისფერი მქრქალის ეფექტის ტუჩსაცხი შეუხამა, ეს ყველაფერი კი ვარდისფრად შეფერილ ლოყებთან კომბინაციაში.
1. თვალის „ჩრდილი“ MAC
2. ტუჩსაცხი MAC
ჯენიფერ ლოურენსი
საკმაოდ სადა ვარცხნილობას მსახიობმა ასევე სადა მაკიაჟი შეუხამა – ღია ტონის ტონალური კრემი და ილუმინატორი, ასევე ყავისფრად შეღებილი თვალები.
1. სახის ბაზა INGLOT
2. თვალის „ჩრდილი“ sHISEIDO
3. ტუჩსაცხი sISLEY
შარლიზ ტერონი
მსახიობის პირადმა ვიზაჟისტმა აქცენტის გამახვილება შარლიზის თვალებზე ამჯობინა და ყავისფერის გრადაციები გამოიყენა. სამაგიეროდ უარი თქვა ტუჩების შეღებვაზე – მსახიობი „წითელ ხალიჩაზე“ უფერული მბზინვარე ტუჩსაცხით იწონებდა თავს.
1. თვალის ტუში Bourjois
2. პუდრი mac
3. თვალის „ჩრდილი“ mac
4. ტუჩსაცხი mac