ბოლო პერიოდში, ალბათ შენც განსაკუთრებით ხშირად ისმენ ტერმინს, ციფრული მარკეტინგი. იმისთვის, რომ სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ, მნიშვნელოვანია დეტალურად ვიცდოეთ მისი შინაარსი და ფეხი ავუწყოთ ციფრულ რეალობას. რა არის ციფრული მარკეტინგი? მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული მარკეტინგი ერთგვარი პროცესია, რომელიც ადამიანებში ინტერესს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დახმარებით იწვევს. ის საშუალებას იძლება სასურველი რეკლამა კონკრეტულ აიდიტორიას მივაწოდოთ ციფრული არხებით, საძიებო სისტემებითა და სოციალური მედიით.
საინტერესოა, რა დანიშნულება აქვს ციფრულ მარკეტინგს ბიზნესებისთვის და ზოგადად, რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას კომპანიებისთვის. მრავალი კვლევა ტარდება ამ საკითხზე და ფაქტია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ბიზნესს, ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალური მიდგომა აქვს ციფრულ მარკეტინგთან.
თუმცა, რა თქმა უნდა, მათ საერთო მიზანი აერთიანებთ: შეიმუშაონ საუკეთესო სტრატეგია ციფრული არხებისთვის და დაუკავშირდნენ მომხმარებლებს, რომლებიც ციფრულ სამყაროში ყოველდღე სულ უფრო მეტ დროს ატარებენ.
ციფრული არხები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: იმეილ მარკეტინგს, სოციალურ მედიას, ონლაინ ბროშურებს, საძიებო სისტემებს და სხვა უამრავ არხს.
სასურველი შედეგების მიღწევისა და სწორად დაგეგმილი ციფრული კამპანიების უკან, ყოველთვის დგას კარგი მარკეტერი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ დაგეგმოს ბიუჯეტი სწორად, როგორ გადაანაწილოს თანხა კამპანიაზე და სხვადასხვა ციფრულ არხზე და რაც ყველაზე მთავარია, როგორ დააინტერესოს მომხმარებელი მისი პროდუქტით.
რა პროცესებისგან შედგება ციფრული მარკეტინგი?
პირველ რიგში, პროცესებში ერთვება კონტენტ მენეჯერი, რომელსაც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად საინტერესო პოსტების შექმნაზე და მის შინაარსობრივ მხარეზე ზრუნვა ევალება. მისი მიზანია, შექმნას ისეთი კონტენტი, რომელიც თანხვედრაში მოდის როგორც ბრენდის ხასიათთან, ისე მომხმარებლის სურვილებთან/ინტერესებთან და რა თქმა უნდა, კომპანიის მიზნებთან.
კონტენტ მარკეტინგით, მაგალითად ბლოგზე სტატიების გამოქვეყნებით, ბრენდს საშუალება აქვს შინაარსობრივი მხარით დაინტერესებული ადამიანები მის მოხმარებლებად აქციოს და მომავალში უკვე პროდუქტითაც დააინტერესოს. საინტერესოა, რა შესაძლებლობები აქვს ე.წ. Ebook-სა და whitepaper-ებსაც. მათი დახმარებით მარკეტერები ლიდებს აგროვებენ და პროდუქტებს შემდეგში იმ მომხმარებელს სთავაზობენ, ვინც ყველაზე დიდი ალბათობით დაინტერესდება არსებული შეთავაზებით.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანებს მეტწილად ურჩევნიათ ინფორმაცია მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად მიიღონ, ხშირ შემთხვევაში მეტად ეფექტურია ვიზუალური მასალის გამოყენებაც, მაგალითად: ინფოგრაფიკები, და სხვა ვიზუალური მასალები, რომელიც ლაკონურად და მარტივად გამოხატავს სათქმელს.
რას აკეთებს სოციალური მედიის მენეჯერი?
სოციალური მედიის მენეჯრის როლი ციფრულ მარკეტინგში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია.
მისი მოვალეობაა, კონტენტ მენეჯერის მიერი მომზადებული პოსტები, ბლოგები და ვიდეოები სოციალურ მედიაში განათავსოს. რაც შეეხება იმეილ მარკეტინგს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება საქართველოში არც თუ ისე წარმატებით არის ათვისებული. ზოაგადად, იმეილ მარკეტინგი გულისხმობს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეტყობინების მომხმარებელთან გაგზავნას და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული მარკეტინგი მრავალ სხვადასხვა არხს მოიცავს და თითოეული მათგანი ძალიან დიდ ყურადღებას და შრომას მოითხოვს მარკეტერების მხრიდან. ესენია: SEO ოპტიმიზაცია, სოციალური მედიის მარკეტინგი, PPC ,კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, ონლიან PR და ა.შ.
რას ნიშნავს SEO ოპტიმიზაცია?
ზოგადად, SEO ოპტიმაციის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებლების მინიმალური დანახარჯებით, ან ზოგ შემთხვევაში დანახარჯების გარეშე მოზდივაა. Ამის გაკეთება კი მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ვებგვერდის შექმნაა, რომელსაც საძიებო სისტემა სხვებთან შედარებით რელევანტურად ჩათვლის და შესაბამისად, ვებგვერდს მოწინავე პოზიციებზე გამოაჩენს.
აღსანიშნავია, რომ SEO ოპტიმიზაცია თავისმხრივ კიდევ ორ ნაწილად იყოფა, ესენია: off page SEO და on page SEO. ე.წ. off page SEO-ს დროს მნიშვნელოვანია ჩვენი ბმულები განვათავსოთ ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ადამიანების სანდოობით სარგებლობს და შესაბამისად, საძიებო სისტემის მხრიადანაც ასეთ ვეგბგვერდებს მეტი ნდობა, ანუ უფრო მოწინავე ადგილზე გამოჩენა აქვთ გარანტირებული.
რაც შეეხება on page SEO-ს ნაწილს, ეს მიმართულება ორიენტირებულია უშუალოდ კომპანიის ვებგვერდის გამართვაზე და კონტენტზე, რომელიც მასზეა განთავსებული. ამ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვებგვერდზე არ იყოს პლაგიატის ნიშნები.
თუ გინდა, უფრო მეტი გაიგო ციფრული ინდუსტრიისა და ციფრული მარკეტინგის შესახებ, გადახედე digitalhub-ის ონლაინ კურსს, სადაც დეტალურად გაიგებ, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში (FACEBOOK & INSTAGRAM) არხებში. კურსს საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი ატარებს, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.