გასულ წელს, ქლოე კარდაშიანი და ტრისტან თომპსონი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ. როგორც გაირკვა, 28 წლის კანადელმა სპორტსმენმა კარდაშიანების ოჯახთან დაახლოებულ გოგონას - ჯორინ ვუდსს აკოცა, რამაც ბუნებრივია შესაბამისი შედეგიც გამოიღო, თანაც წყვილი აღიარებს რომ მათ ცხოვრებაში ამ ეტაპისთვის ისედაც დაძაბულობა სუფევდა.
მაგრამ როგორც ჩანს, ტრისტანი ნანობს საკუთარ საქციელს და ცოტა ხნის წინ ყოფილ მეგობარ გოგონას ძვირფასი სამკაულებიც გაუგზავნა. Keeping Up With Kardashians-ის მორიგ სერიაში ქლოე სწორედ მათ განიხილავს, "ბოლო დროს, ის მეუბნება, რომ ვუყვარვარ და სწუხს მომხდარის გამო, მაგრამ ახლა მე მასთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ მშობლის როლის შესრულება შემიძლია", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ წყვილს 1 წლის ქალიშვილი - თრუ ჰყავს, რომელიც სწორედ იმ პერიოდში დაიბადა, როცა დედას თავს დამტყდარი დრამის გადატანა უწევდა.
გარდა საჩუქრებისა, ტრიტანი ამჯერად ქლოეს ინსტაგრამზეც გამოჩნდა, სატელევიზიო შოუს ვარსკვლავმა შვილთან ერთად გადაღებული კადრი გამოაქვეყნა, რომელსაც მისმა ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ამგვარად უპასუხა - "The Queen and Princess".
გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომენტარს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც ტრისტანს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ახსენებს, კარდაშიანა სოციალურ ქსელებში ამტყდარ ხმაურს პოსტი მიუძღვნა, "მე არავისადმი ვარ ნეგატიურად განწყობილი. ცხოვრება ხანმოკლეა! რა თქმა უნდა, მაქვს უფლება ვწუხდე და განვიცდიდე, სისულელე იქნებოდა თავს ასეც რომ გაჩვენებდეთ. მაგრამ პირადად მე არ მინდა ბოროტებით აღსავსემ ვიარო, რადგან სიძულვილძე ორიენტირება საბოლოო ჯამში მევე მტკენს გულს." - დაწერა მან.