გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერია, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებულმა დახვეწილმა სტილმა, დეტალებისადმი განსაკუთრებულმა ყურადღებამ, რომელსაც გამორჩეული უბრალოებით უხამებდა ერთმანეთს, ქალბატონი XX ს-ის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშიც მოხვდა.

კოკო სიცოცხლის ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა და მისი აპარტამენტი ბრენდის ცნობილი მაღაზიის თავზე მდებარეობდა.

გადავხედოთ ინტერიერის კადრებს კოკოს საცხოვრებლიდან.













