კაილი ჯენერი კარდაშიანების ოჯახის უმცროსი წარმომადგენელია, რომელმაც საკუთარი პარფიუმერული ბიზნესით Forbes-ის უმდიდრეს ქალბატონებს შორის, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვეს, პირველი ადგილი დაიკავა. ცოტა ხნის წინ, 21 წლის მილიონერმა რიგით მეოთხე სახლი შეიძინა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

საცხოვრებელის ღირებულება 12 მილიონ დოლარს აღწევს და კომპლექსი 2015 წელს არის აშენებული.

სახლი 8 საძინებელ ოთახსა და 11 სააბაზანოს აერთიანებს.



სახლს საკუთარი კინოთეატრი და მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახიც აქვს.

უკანა ეზოში კი ულამაზესი აუზია განთავსებული.






