კარგი კინოსურათი უფრო მეტია ვიდრე კადრების უწყვეტი ციკლი. შთაგონება, ემოციები,ახალი იდეები ... ყველაფერი დასაბამს სწორედ აქედან იღებს.
იდეალურად შეთანხმებული კოსტიუმები, გადასაღები ადგილები ყველაფერს მეტად რეალურს ხდის.
ეს არის რამდენიმე კინოსურათი, სადაც რეჟისორმა ნამდვილად სწორად შეარჩია შემოქმედებითი ჯგუფი.
დეკორაცია, კოსტიუმები, მხატვრობა და სამსახიობო გრიმი ერთ დამოუკიდებელ კინოდ ერთიანდება და მაყურებელს არ აძლევს საშუალებას დროთა განმავლობაში უკვე ნანახი და განცდილი ფილმები გულგრილად გაიხსენოს.
1.My Week with Marilyn (ჩემი ერთი კვირა მერლინთან ერთად)
ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და მოგვითხრობს 7დღის შესახებ,რომელიც ამერიკული კინოს ვარსკვლავმა,მერლინ მონრომ და მისმა ქმარმა დიდ ბრიტანეთში გაატარეს.
ტრაგიკული და ამავდროულად საოცრად ემოციური და რომანტიული 7 დღეს მერლინ მონროს ახალი კუთხით გვანახებს. გარდა იმისა, რომ მსახიობებმა იდეალურად გაითავისეს საკუთარი პერსონაჟების ხასიათი დეკორაციებისა და კოსტიუმების წყალობით კინოდარბაზებში ჯადოსნური, ამერიკული მტვერი დატრიალდა.
2.Anna and the King (ანა და მეფე)
ახალგაზრდა ბრიტანელი მასწავლებელი სიამში მიემგზავრება. მეფე მონგკურას კარზე.მისი მრავალრიცხოვანი შვილების განათლებაზე სწორედ ანამ უნდა იზრუნოს.მონარქსა და მასწავლებელს შორის გულწრფელი და უჩვეულო მეგობრობა ჩნდება.
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ საერთო თემებზე საუბარი, თუმცა არსებობს ღირებულებები,რომელზეც მარტივად თანხმდებიან.
ცნობილია, რომ ფილმის მხოლოდ მცირე ნაწილი გაიდაღეს პავილიონში. ეს ერთის მხრივ სარისკო გადაწყვეტილება იყო, თუმცა ექსპერიმენტმა გაამართლა. პერსონაჟის და რეალური პიროვნების სახელები იდენტურია. ანნა ლეონოვერსი, ბრიტანელი მასწავლებელი იყო, რომლმაც მოახერხა აღმოსავლეთის საიდუმლოებით მოცული სამყაროს ახლებურად წარმოჩენა.
3.Carol (კეროლი)
სიყვარულის დრამატული ისტორია 50-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ფილმში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია: თმა, მსუბუქი გრიმი, ფეხსაცმლის სტილი, სასმელის ბრენდი და სხვა.
სცენარის მიხედვით, ბლანშეტის გმირი წარმატებული და შეძლებული ოჯახიდანაა. ფილმის შემქმნელებმა მისთვის არ დაიშურეს ძვირადღირებული ტანისამოსი.
4.La môme
მეოამბოხე , არაორდინალური და ემოციური ედიტ პიაფის ცხოვრება ძალიან საინტერესო და ამავდროულად ამაღელვებელია. იმ დროისთვის პარიზი ევროპის დედაქალაქად ითვლეოდა, სწორედ ამიტომ ფილმის შემქმენელები მაქსიმალურად შეეცადნენ ფილმში პარიზული საღამოების აურა შემოეტანათ.
მთავარ როლს მარიონ კოტიარი ასურლებს, რომელსაც გარეგნობის შეცვლა მოუწია პერსონაჟის უკეთ გათავისებისთვის.
საბოლოოდ კი ფილმის შემქმნებმა მაყურებელს შესთვაზეს ფილმი, რომელიც გვიყვება თავისუფალი ფრანგი ქალის შესახებ, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ აქვს სიყვარულის, თავისუფლების და საკუთარი ნიჭის რეალიზაციის უფლება.
5. Memoirs of a Geisha (გეიშას მოგონებები)
ფილმი მოგვითხროვს გოგონას, საიურის ისტორიას, რომელიც ბავშვობაში მშობლების სახლიდან წამოიყვანეს და გეიშების სახლში დატოვეს.
დროთა განმავლობაში საიური ახალ კულტურას ეცნობა და მისი გონება სხვანაირად იწყებს ფიქრს.
მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი ამერიკელმა რეჟისორმა გადაიღო აღსაღნიშნავია, რომ მან დეტალურად გაითვალისწინა იაპონური კულტურის თავისებურებები. მუსიკა და დეკორაცია ამომავალი მზის ქვეყნის სამყაროს ახლოდან დანახვის საშუალებას გვაძლევს.