სუპერმოდელმა ირინა შეიკმა, სოციალურ ქსელ Instagram-ზე საოცარი ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს აცნობა, რომ იტალიური GQ-ს სექტემბრის ნომრის გარეკანზე სწორედ მას იხილავენ.
შავ-თეთრ ფოტოებს მოდელის გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმოკლეს დროში ათიათასობით მოწონება და კომენტარი დააგროვა.

 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					