10 აგვისოს კაილი ჯენერმა 19 წლის იუბილე ბაჰამის კუნძულებზე აღნიშნა. საზეიმო წვეულება კაილისთვის მზიან სანაპიროზე, მის ლამაზმან მეგობრებთან ერთად გართობით შემოიფარგლა. 
კაილის დაბადების დღის საპატიო სტუმრებს შორის მისი მეგობრები: ლაურენ პერეზი, იორდინ ვუდსი და მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი ბელა ჰადიდი იმყოფებოდნენ.
განსაკუთრებული მოწონება ბელა ჰადიდის საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტომ დაიმსახურა, რომელიც მოდელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში განათავსა. მისი სხეულის ფორმები ფანებისთვის განხილვის თემად იქცა და ბელას ათასობით გულთბილი მიმართვები გაუგზავნეს.




 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					