სასიყვარულო ურთიერთობების დამთავრების შემდეგ, ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა უხერხულ სიტუაციას წარმოშობს, თუმცა განსაკუთრებით უხერხულია თუ ვარსკვლავი ხარ და ამ კადრს გარშემო მყოფი კამერები აფიქსირებს.
#1 ბელა ჰადიდი და the weeknd
ბელასთვის ეს შემთხვევა განსაკუთრებულ სირთულეს დაუკავშირდა: ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოუს პოდიუმზე გამოდიოდა, როცა ყოფილი შეყვარებული სცენაზე მღეროდა.
#2 ედ შირანი და ელი გულდინგი
გაუტეხო ედ შირანს გული და მოისმინო შენზე დაწერილი მისი სიმღერა - იშვიათი გამოცდილებაა, ეს ბედი ელი გულდინგს ერგო. პირველი შეხვედრის უხერხული ჩახუტება ედის სახეზე აისახა.
#3 მირანდა ქერი და ორლანდო ბლუმი
ორლანდო ბლუმმა მირანდას კამერის წინ კომპლიმენტიც კი უთხრა.
#4 ტეილორ სვიფტი და ჰარი სტაილსი
ტეილორმა თავის ყოფილ შეყვარებულს, ჰარის, VMA-ის დაჯილდოებაზე მას შემდეგ ჩაუარა, რაც თავისი სიმღერის I knew you were trouble-ის შთაგონებაზე სიტყვით გამოვიდა.
#5 ჯენიფერ ლოპესი, კასპერ სმარტი და Diddy
ახალ შეყვარებულთან ერთად ყოფილის შეხვედრა განსაკუთრებით უხერხულია, მითუმეტეს მაშინ თუ ეს ყოფილი Diddy-ია.
#6 რიანა და დრეიკი
დაშორების შემდეგ, რიანასა და დრეიკის უხერხული შეხვედრა საბავშვო წვეულებაზე შედგა. ორივე მათგანი ბავშვებს თავისთვის ეთამაშებოდა და ერთმანეთს შესამჩნევად აიგნორებდა.
#7 სოფია ვერგარა და ნიკ ლოები
სოფიას ყოფილმა შეყვარებულმა ინტერვიუს დროს "შეუშალა" ხელი. თუმცა, ლამაზმანმა მამაკაცს დიდად ყურადღება არ მიაქცია და პასუხის გაცემა ჩვეული ტემპით განაგრძო.
0:54 წუთი
#8 ჰარი სტაილზი და კარა დელევინი
ჰარი თავის ყოფილ შეყვარებულებს თავს ვერსად არიდებს. ის კარას ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე კიბეებზე შეეჩეხა. საინტერესოა, რომ ამ დროს კარას კენდალ ჯენერიც თან ახლდა, რომელმაც 1 წლის შემდეგ დაიწყო მსახიობთან შეხვედრა.
#9 კეტი პერი და ორლანდო ბლუმი
დაშორებიდან ერთი დღის შემდეგ, ვარსკვლავებს Vanity Fair-ის წითელ ხალიჩაზე მოუწიათ გამოჩენა. ფოტოობიექტივმა ორლანდოს გამოჩენისას პერის ემოცია ასახა.
#10 კენდალ ჯენერი და ჩენდლერ პერსონსი
მოდელს და NBA-ს კალათბურთელს მოკლე რომანი ჰქონდათ, თუმცა როცა დაშორების მერე ერთმანეთს შეეჩეხნენ, შეხვედრამ მისალმების და ყველანაირი ჩახუტების გარეშე ჩაიარა.