მაღალბიუჯეტიანი ფილმები ალბათ ყველაზე სასურველი შემოთავაზებაა მსახიობებისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვარსკვლავები თავიანთ მეწყვილეს ვერ უგებენ და მათთან მუშაობა უჭირთ. დაუჯერებელია მაგრამ მართალია, რომ ეკრანზე განსახიერებული მეგობრობისა თუ სიყვარულის უკან ბრაზი და ჩხუბი იმალება. ალბათ ამაში გამოიხატება ამ მსახიობების შესაშური პროფესიონალიზმის დონეც.
1. ჯემი დორნანი და დაკოტა ჯონსონი
ფილმში წარმოჩენილი სიახლოვის მიუხედავად, 50 Shades of Grey-ს ვარსკვლავები ერთმანეთს ვერ უგებდნენ. თითოეული სცენისთვის რეჟისორს ძალიან ბევრი კადრის გადაღება დასჭირდა, რათა წყვილის ერთიანობისთვის მიეღწია.
2. რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი
როგორც The Notebook-ის რეჟისორი იხსენებს, რეიჩელ მაკადამსსა და რაიან გოსლინგს გადასაღებ მოედანზე ერთმანეთი სძულდათ: "ერთ-ერთი დიდი სცენის გადაღებისას, რაინმა დამიძახა მკითხა: "შეგიძლია გაუშვა ეს გოგო და მის მაგივრად სხვა მსახიობი მოიყვანო?" კამერის მიღმა ერთმანეთს უყვიროდნენ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ურთიერთობა მაინც დაულაგდათ.
3. კლერ დეინსი და ლეონარდო დიკაპრიო
ყველაზე რომანტიკული წყვილის განსახიერების მიუხედავად, კლერი "რომეო და ჯულიეტას" გადაღებების კადრს მიღმა დიკაპრიოს თავს არიდებდა. გოგონას ლეონარდოს ხუმრობები არ მოსწონდა და მას უაზროს ეძახდა.
4. ენ ჰეტევეი და ჯეიმს ფრანკო
ჯეიმს ფრანკომ ერთ-ერთ შოუში აღიარა, რომ იმ ადამიანებს ემხრობა, რომლებსაც ენ ჰეტვეი ცოტათი აღიზიანებთ: "როცა სადმე იმარჯვებს, მგონია, რომ ემოციების გამოხატვისას თამაშობს, თუმცა მე ექსპერტი არ ვარ"
5. სარა ჯესიკა პარკერი და კიმ კეტრელი
მიუხედავად იმისა, რომ სერიალ Sex and the City-ში ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, რეალურ ცხოვრებაში სიტუაცია ნაკლებად მეგობრული აღმოჩნდა. როცა, კიმ კეტრელმა გაიგო, რომ სარა ჯესიკა პარკერი დანარჩენ ქასთზე მეტ ანაზღაურებას იღებდა, გაბრაზდა.
6. ჰარისონ ფორდი და ჯოშ ჰარტნეტი
"ჰოლივუდის პოლიციელების" გადაღებებისას ჰარისონსა და ჯოშს არცერთხელ არ შეუხედავთ ერთმანეთისთვის თვალებში და არც ისე სასიამოვნო ტერმინებით იხსენიებდნენ ერთმანეთს საჯარო სივრცეებშიც კი.
7. პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი
პატრიკმა აღიარა, რომ ჯენიფერისგან ვერანაირ მონდომებას ვერ გრძნობდა Dirty Dancing-ის გადაღებებისას. მას "ზედმეტად ემოციურად" მიიჩნევდა.
8. შაია ლაბუფი და ტომ ჰარდი
როგორც ჩანს, ეს ორი მომხიბვლელი მამაკაციც არ ეწყობოდა ერთმანეთს კარგად. ჰარდის თქმით, Lawless-ის გადაღებებისას, შაიამ ის დარტყმით "გათიშა".
9. ტერი ჰეტჩერი და მესია კროსი
ეს ორი "სასოწარკვეთილი დისახლისი" კამერების გათიშვის შემდეგ არც ისე მეგობრულები იყვნენ. მიზეზი Vanity Fair-ის გადაღებები გახდა, სადაც კროსი გაბრაზდა, რომ ცენტრში ჰეტჩერი მოახვედრეს. ჟურნალის ყდა დასაკეცი სტილის იყო და მესია ყდის შიგნით მოხვდა.
10. ტომი ლი ჯონსი და ჯიმ ქერი
ვეტერანი მსახიობები ლანჩის დროსაც კი არ სხდებოდნენ ერთად. მათ შორის დაძაბულობა და ჯიბრი სცენების მიმდინარეობასაც ეტყობა.